ივნლისი

M- მდე

– ჰარდთუთია (რკინა-თუთიის შენადნობი)-

მე ხომ თვალებაკრული მომიყვანეს შენამდე
შენ კი შეხსენი ერთი მტკაველი.
ჩემგან ზურგს უკან მდგარმა,
ხელიც კი მომკიდე ორ ამოზრდილ კუზზე -
ნააფრთალი.
- მადნები - წამჩურჩულე აღარსად მყოფს.
მომწვდა შენი ენა.
ლითონივით ცივი და გამტარი.
დამინაცრე ყველა ზრახვა,
შავი ლითონივით გადამაცალე
ლიბრი, რომელიც დავიკარი.
გადამიყვანე შენს ახლად
ამოყვანილ გადაშლილ მარჯვენა მხარზე -
გადამაწვინე.
ნახშირწყალბადები ციკლურად
შემოდიან. ორმაგნი ვართ-
არადა, თვალებახვეული მომიყვანეს შენამდე
და სანამ თეთრ ტილოს ჩამომხსნიდი,
როგორ მჯეროდა რომ უსინათლო, გუგა
გაწყალებული ვიყავი.
არადამახასითებელი წესით,
მაგრამ, ხომ მაინც
დღეს უკვე გხედავ.
ეს მერამდენე კარია
იხსნება და გავდივართ და გავდივართ,
მჯერა
აღარასოდეს გაგეშვება ხელი,
როგორც მაშინ,
არასოდეს.
ესეც
საბოლოო გახდა.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო