ჯვრის დასაწერებელთა კანონი
ტროპარი, ხმა 2:
განა არ უნდა მეთქვა შენთვის,
განა არ უნდა მეთქვა შენთვის,
უფალო,
მაისის თორმეტში, როგორ გამომიგზავნე
მეცამეტე მოციქული,
რომელსაც სიმაღლით შევიცნობდი
მერე რა, რომ ფრთები დედის მუცელში დარჩა - ისე ჩქარობდა.
რომ, მე ამას მაშინვე მივხვდი,
რომ, შენი ხელი ერია ყველაფერში,
რომ, დედაომ გითხრა ჩემზე,
რომ, მეტროს რვავე გაჩერებაზე
მე ვკითხულობდი მის ხუთგზის ქებას,
ხუთგზის ტკივილის
და შენც აღიღე ხელი ჩემზედ,
გამომიგზავნე ქერუბივით ჭაბუკი
რომ, მას აემართა თავისი მანქანა -
ფლოქვებდანალული შავი ცხენი,
წამოვსულიყავით, მტკვრითა და არაგვით და შემოვსულიყავი
ნინოსავით გაშლილი თმით, ჯვრით მაჯებზე.
რომ გვენახა, ანდრია პირველწოდებულის
დღეს სასწაულზე,
როგორ გროვდებოდნენ ათასნი
ტურისტნი და მოგზაურნი,
უცხონი და მოგვთა მსგავსნი,
ფოტოაპარატებით და კამერებით
მხარ და ხელ დათტვირთულნი
და არავის არ ჰყავდა ხელში ატატებული არც უშობელი,
არც აკვანი,
არც წითელბიბილოიანი მამალი,
არც სანთლები თავიაანთი ჩვილის ტოლად
ჩამოქნილი წინაღამეს.
შესაქმეს კი არა, გამოცხადებას ჰგავდა ის დღე.
ჯვარიდან სხვანაირი მოჩანდა, უფალო,
ჩემი სამშობლო,
ორმდინარე შერეული,
მთის წყაროებით გაანკარებული არაგვი
და დედაქალაქის მტვერმოგროვილი მტკვარი..
წყალსაცავი კი ჩაგუბებული ნაღველივით,
კაშხალს
რომ ეგუგუნა, იგუბებდა თავისავე თავს
და გადმოდიოდა ჩანჩქერივით.
ბავშვივით გულუბრყვილოდ იჯერებდა, რომ ჩანჩქერია
და არა ნაგუბი.
ქართლის ველები და ტყეები,
ჩიტებს და ყვითელპეპელებს
კვებავდნენ,
მთები, შენს ლოცვაში დანთქმულნი,
იდგნენ, იდგნენ,
რომ ადამიანებს გული არ დასწყდომოდათ ჩასვლაზე,
მიწისქვეშეთისკენ.
მარადიულია დგომა მთების,
მარადიულია ჯვრის ტაძარი,
მარადიულია ბერი კარიბჭესთან:
- გაიღეთ მოწყალება ჯვარდასაწერებელნო,
დასაჩუქრდებით კანონით..
მაგრამ ჩვენ ჯიბეზე ხელის გაკვრა დაგვეზარა,
არადა, მთელი დღე ჩამოშლილ ლოდებიან
ციხეს ვუთვალთვალებდით,
ლოდები, როგორც მოხუცი კაცის მარჯვენა და
მარცხენა მკლავები, გაეშალა -
გახარებას, გულში ჩაკვრით თუ გვევედრებოდა.
მაისის თორმეტში, როგორ გამომიგზავნე
მეცამეტე მოციქული,
რომელსაც სიმაღლით შევიცნობდი
მერე რა, რომ ფრთები დედის მუცელში დარჩა - ისე ჩქარობდა.
რომ, მე ამას მაშინვე მივხვდი,
რომ, შენი ხელი ერია ყველაფერში,
რომ, დედაომ გითხრა ჩემზე,
რომ, მეტროს რვავე გაჩერებაზე
მე ვკითხულობდი მის ხუთგზის ქებას,
ხუთგზის ტკივილის
და შენც აღიღე ხელი ჩემზედ,
გამომიგზავნე ქერუბივით ჭაბუკი
რომ, მას აემართა თავისი მანქანა -
ფლოქვებდანალული შავი ცხენი,
წამოვსულიყავით, მტკვრითა და არაგვით და შემოვსულიყავი
ნინოსავით გაშლილი თმით, ჯვრით მაჯებზე.
რომ გვენახა, ანდრია პირველწოდებულის
დღეს სასწაულზე,
როგორ გროვდებოდნენ ათასნი
ტურისტნი და მოგზაურნი,
უცხონი და მოგვთა მსგავსნი,
ფოტოაპარატებით და კამერებით
მხარ და ხელ დათტვირთულნი
და არავის არ ჰყავდა ხელში ატატებული არც უშობელი,
არც აკვანი,
არც წითელბიბილოიანი მამალი,
არც სანთლები თავიაანთი ჩვილის ტოლად
ჩამოქნილი წინაღამეს.
შესაქმეს კი არა, გამოცხადებას ჰგავდა ის დღე.
ჯვარიდან სხვანაირი მოჩანდა, უფალო,
ჩემი სამშობლო,
ორმდინარე შერეული,
მთის წყაროებით გაანკარებული არაგვი
და დედაქალაქის მტვერმოგროვილი მტკვარი..
წყალსაცავი კი ჩაგუბებული ნაღველივით,
კაშხალს
რომ ეგუგუნა, იგუბებდა თავისავე თავს
და გადმოდიოდა ჩანჩქერივით.
ბავშვივით გულუბრყვილოდ იჯერებდა, რომ ჩანჩქერია
და არა ნაგუბი.
ქართლის ველები და ტყეები,
ჩიტებს და ყვითელპეპელებს
კვებავდნენ,
მთები, შენს ლოცვაში დანთქმულნი,
იდგნენ, იდგნენ,
რომ ადამიანებს გული არ დასწყდომოდათ ჩასვლაზე,
მიწისქვეშეთისკენ.
მარადიულია დგომა მთების,
მარადიულია ჯვრის ტაძარი,
მარადიულია ბერი კარიბჭესთან:
- გაიღეთ მოწყალება ჯვარდასაწერებელნო,
დასაჩუქრდებით კანონით..
მაგრამ ჩვენ ჯიბეზე ხელის გაკვრა დაგვეზარა,
არადა, მთელი დღე ჩამოშლილ ლოდებიან
ციხეს ვუთვალთვალებდით,
ლოდები, როგორც მოხუცი კაცის მარჯვენა და
მარცხენა მკლავები, გაეშალა -
გახარებას, გულში ჩაკვრით თუ გვევედრებოდა.
Comments
Post a Comment