მარტივი რიცხვების შესახებ
კონდაკი. ხმა 2:
“ამისთვისაცა მწარისა სიკუდილისაგან ქალი იხსენით წმინდანო”
ლოცვა ოჯახის კეთილდღეობისთვის
წმინდა მოწამე გური, სამონ და აბიბო
სხვა ტროპარი: თვალი ამეხილა
ბაგე ამეხსნა
ყური გამეხვნა
ნეტავ, რა ვცოდე, უფალო.
აი, ასე ჯდომა შენ მასწავლე.
მაგიდას იდაყვჩამოყრდნობილი,
მუჭში მოქცეული ხუთივე თითი
ტუჩებთან მაქვს მიტანილი
და თვალებით კი სივრცეში მივქრი,
გამახსენდი,
თითქოს სარკეში ჩამეხედა უეცრად - თვალი მოვკარი -
შენს თუ ჩემსავე ანარეკლს -
ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე.
როგორ ვემსგავსე გასულ საყვარელს,
ჩემგან გასულს.
როგორც მესისხლეს.
ბუგტარ-ბუგტარ,
ბუგტარ მე.
ამ წამში ოთხი სეზონი ჩადგა.
ერთი წამწამის გაწვდენაზე გაზაფხულმა წამოთოვა და
თითქოს მესიზმრე,
მერ ეუეცრად ათასმა ფერმა იხუვლა და გადამეპენტა თავზე
სექტემბერი,ბერი ასხელა.
ზამთარი იდგა ბინდის გათეთრებამდე,
სანამ თავი არ ჩავხარე, მანამდე არ დადგა გვალვა.
აბელ კამელ კუმანე
ინკლი ბინკლი კრამაციკლი
ვიშლასძე
მივხდი რომ ვიღაც გვაერთებდა უხილავ ხელით.
აღარასოდეს ვეღირსებოდით ერთამანეთს,
ერთმანეთის თავსასთუმალებს.
ვიღაც ჟინით ინდომებდა ჩვენთვის, ორისთვის,
სარეცელს
ღრუბლის ფთილაზე გააწყობდა,
წნავდა სურვილებს.
ჩეჩდა, წნავდა და პენტავდა
ჩემს გულს..
მეც, წითელი ღარებით მეცვარებოდა მხრები,
ლავიწის ძვლები.
ერთხელ მგზავრობისას, რომ ფრჩხილით გავიკაწრე,
როცა გამახსენდა, როგორ დაჰკრეს ლურსმანი
მაჯას, მას შემდეგ, აქ და ამჟამად
მდის -
პაწანწკინტელა მეწამულ წერტილად დაგატარებ.
ვისი ხელი გინდა შენ,
ამოირჩიე.
არჩევანი მე დაგასწარი,
რადგან შენ არადანზე იდექი, შემეცოდე.
აბელ თუ კამელ
კამელ თუ აბელ
იუდა.
ინკლი ბინკლი
ნუ მდარდობ.
ხშირად გხედავ ჩემი ნეფეს თვალებში
როგორ უკრთი და გკოცნი.
გეამბორებით შენ და იესოს,
შენ და იესოს გეამბორებით.
უგანზომილებო კოეფიციენტები
2010 წლის 28 მაისი.
Comments
Post a Comment