გაუგზავნელი წერილებიდან, ოცდახუთსა - https://www.youtube.com/watch?v=B6zG8c9Zan4
https://www.youtube.com/watch?v=G4FVWbkG0PU
გავივლი,
გამოვივლი და მხოლოდ შენ მრჩები იესო,
ქუჩას რომ შემორჩა ობოლი ბავშვივით
უსახლკარო.
ახალი წელი კარს მომადგა,
არის მოურთავი ნაძვის ხე,
ახლა როცა მძინავს, ის ჩემ გვერდით დგას და წიწვის და ნაძვის
გირჩების და კედრის სუნია ჩემსავ ღვიძილში.
შენ დამესიზმრე:
თავს მედექი, და ცისფერი თვალების შუქით
სამოთხისკენ მექაჩებოდი.
იცი, ანჩისხატში რომ დავიწყე სიარული,
რამენაირად გადაგჩვეოდი -
იქ კართან იწვა ტანდაბალი, პატარა ბიჭი,
და მის თვალების ცისფერ შუქში
ვხედავდი ამ გზას.
შენ შუადღეში გაიარე, მე დილას ვყავდი,
ტკივილებს გავცვლით -
კაცივით მინდა გტკიოდეს ან სისხლი გდიოდეს,
და ღმერთივით არ ითმენდე
ამდენ სათხოვარს.
დაბრუნებამდე ისევ შორია,
შენ ყველა ხიდი ბოლომდე დაწვი.
მე მდინარეებს და ხეობებს, ნისლით გაბერილთ
თევზების სუნით
სატყუარებით
გადმოვივლი და მოვალ მაინც...
მინდა დაგიხსნა.. სიჩუმისგან
ან ჩემიდან,
ან თოკიდან,
ან არაფრისგან.
გამოხრულ წლების, წელიწადების
ზვინები ვკონე,
ყველა ლაზარე ფეხზე დადგება,
ასე ვიწამე, რადგან შეგხვდი,
მიცვალებულის გაცოცხლებას უფრო მეტად
დავიჯერებდი,
ვიდრე... ოდესმე....
თოლიები მოგიტანენ ჩემს ხმას,
ქვიშიანი ნაპირების იისფერი ნიჟარები...
თითქოს იესომ მიმატოვა...
გავივლი,
გამოვივლი და მხოლოდ შენ მრჩები იესო,
ქუჩას რომ შემორჩა ობოლი ბავშვივით
უსახლკარო.
ახალი წელი კარს მომადგა,
არის მოურთავი ნაძვის ხე,
ახლა როცა მძინავს, ის ჩემ გვერდით დგას და წიწვის და ნაძვის
გირჩების და კედრის სუნია ჩემსავ ღვიძილში.
შენ დამესიზმრე:
თავს მედექი, და ცისფერი თვალების შუქით
სამოთხისკენ მექაჩებოდი.
იცი, ანჩისხატში რომ დავიწყე სიარული,
რამენაირად გადაგჩვეოდი -
იქ კართან იწვა ტანდაბალი, პატარა ბიჭი,
და მის თვალების ცისფერ შუქში
ვხედავდი ამ გზას.
შენ შუადღეში გაიარე, მე დილას ვყავდი,
ტკივილებს გავცვლით -
კაცივით მინდა გტკიოდეს ან სისხლი გდიოდეს,
და ღმერთივით არ ითმენდე
ამდენ სათხოვარს.
დაბრუნებამდე ისევ შორია,
შენ ყველა ხიდი ბოლომდე დაწვი.
მე მდინარეებს და ხეობებს, ნისლით გაბერილთ
თევზების სუნით
სატყუარებით
გადმოვივლი და მოვალ მაინც...
მინდა დაგიხსნა.. სიჩუმისგან
ან ჩემიდან,
ან თოკიდან,
ან არაფრისგან.
გამოხრულ წლების, წელიწადების
ზვინები ვკონე,
ყველა ლაზარე ფეხზე დადგება,
ასე ვიწამე, რადგან შეგხვდი,
მიცვალებულის გაცოცხლებას უფრო მეტად
დავიჯერებდი,
ვიდრე... ოდესმე....
თოლიები მოგიტანენ ჩემს ხმას,
ქვიშიანი ნაპირების იისფერი ნიჟარები...
თითქოს იესომ მიმატოვა...
Comments
Post a Comment