წმინდა თვის სული - (ოთარ ჩხეიძის „ბორიაყი“)
მიხეილ
ჯავახიშვილის წაკითხვა რომ შეძლო, ოთარ ჩხეიძის „ბორიაყი“ წაკითხული უნდა გქონდეს.
ვასილ ბარნოვის გადაკითხვას თუ გადაწყვეტ ოთარ ჩხეიძე წაიკითხე.
ოთარ ჩხეიძის 24 რომანიდან „ბორიაყი“ 1974 წელს გამოქვეყნდა.
არის ასეთი
საკულტო ნაწარმოებები და მწერლებიც არიან ასეთები.
ერის მთავარ
გენეტიკურ კოდსა და სხვა, სულიერ კონსტიტუციას რომ განასახიერებენ სიტყვაში.
არის ასეთი მწერალი ოთარ ჩხეიძე, რომელიც დროისადმი უშიშრობით გამორჩეული კალამი ჰქონდა, მისი 24 რომანიდან „ბორიაყს“ სხვა ნიშიც აქვს და რაღაც კიდევ სხვა, დიდისა და დიადის, მთავარისა და უმთავრესის, წმინდასა და ტკივილიანი ცოდვისგან გასხვავებული. მატარებელი თუ უფრო კია მზიდავი, განზოგადოებული ქართველი ერისა და კაცისა სულიერი საუნჯისა. აი, როგორ ამოუყივლია ილია ჭავჭავაძის კაცია ადამიანს, მიხეილ ჯავახიშვილის გივი შადურისა თუ ვასილ ბარნოვის რომანების სხვადასხვა სულების უკვდავ არსს „ბორიაყში“.
აბა,
როგორო?!
ჯერ მოდი
ისიც ვთქვათ, რომ არის ფილმი „ნატვრის ხე“, რომელმაც თაობები მორალურად
გამოაცოცხლა, გიორგი ლეონიძის მსუყე სიტყვამ ფილმში იხარა. ეს,
რათქმაუნდა ფილმის სცენარისტების რევაზ ინანიშვილისა და ლეილა ბეროშვილის და
უპირველესად კი რეჟისორის თენგიზ აბულაძის გამარჯვებაა, და არის კიდევ ფილმი
„ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, რომელიც ჯერ კიდევ ზრდის თაობებს, ჯერ
კიდევ ამ ფილმის გააზრების პროცესშია არაერთი თაობა და იქნებ, კიდევ რამდენიმე
მომავალი, ახალი თაობაც კი გახდეს საჭირო, რათა როგორც ფილმში, გიორგი შენგელაიას
რეჟისორული გენია, ასევე ფილმის სცენარისტის ერლომ ახვლედიანის, უპირველესად კი
რომანის ავტორის ოთარ ჩხეიძის მიერ გატარებულ იმ ძირითად ძარღვს ჩაავლოს ხელი -
ერისკაცობის გააზრება რომ ჰქვია.
აჯანყება
და ამბოხი - ეს ორი რამ ქართველ კაცს, უკიდურეს გასაჭირში ახსენდებოდა და ზუსტად
ეს ახირებული ხასიათი - შეუგუებლობა გადაარჩენდა.
მიხეილ
ჯავახიშვილმა ჯაყოს გამარჯვება, რომელიც პირუტყვული ჟინის ჟივილ-ხივილია და მეტი
არაფრის მომტანი კაცობრიობისთვის, იმით გაამართლა რომ ხევისთავს თავი აღარ ჰქონდა,
ოსილა აღარ დარჩენოდა, სწორედ რომ ამბოხისა. დაადო თავი და დასდო ჯოხი და
დამარცხდა. და, ვინაც კი აიღო ქუდი და ცას ახედა, მან
გაიმარჯვა.
რა
წუპაკი ხელით და ქურდულად იძარცვებოდა, ნადგურდებოდა, რა სისხლითა და ოფლით
ნაზარდი ქართლის შუაგული, მინდვრები, ნათესები, ციხე-სახლები, სილამაზე, ნიჭი,
გონება და ხმა, სიმღერა, გალობა.
რისი
შეგროვება გადაუწყვეტია ახალგაზრდა კომპოზიტორ ნიკოლოზ ჩაჩანიძეს?! ძველი ქართული
სიმღერების, სადაც დაუვანებია ქართველი კაცის მთელ ათას და ათასობითწლოვან
სიცოცხლეს, სიცოცხლეს მთელი თავისი სიკვდილებით, ღმერთებითა და უღმერთობით, ჯანითა
და უღონობით, სიყვარულითა და ღალატით, ხელოვნებისადმი სისხლისმიერი მიზიდულობითა -
უხსოვარი და დავიწყებული, მომკვდარი და ხელახლა აღდგენილი ენითა და ანბანით,
დამწერლობითა და მწერლობით, ოქროკაზმული
წიგნებითა და ამ საოცარი გალობა-სიმღერებით, ცეკვა-თამაშითა.
1924
წელს საქართველოს თავადაზნაურობა დადგა ფეხზე, თავისი ერთგული გლეხობითა და
ტურობით შემოპარულ ცარიზმის რუსეთს, თუ სტალინის რუსეთს, თუ ერთმორწმუნე რუსეთს
აუჯანყდა. მოხვდა ამ ქარბორბალაში კაცი, ნიკოლოზ ჩაჩანიძე, რომელსაც გადაეწყვიტა
დავიწყებისთვის გამოეტაცა ქართული სიმღერა, სოფელ-სოფელ ევლო, ამოეღლიავებინა
ჩამწერი აპარატურა და ჩაეწერა ხმა ქართველისა.
გახსოვთ
პატარა გოგო, ციხის დანგრეულ კედლებთან, სადილს და პურს რომ ღელე-ღელე, ტყე-ტყე
მიუტანთ გახიზნულებს?! ან როგორ სიმღერა-სიმღერით, ან როგორი მორიდებული ხმითა და
სინაზით. ადამიანის ხმით, რომელიც ყველაფერს ეკრძალვის და გამჩენს უღიღინებს.
ასეთი
ნაზი, ქრისტიანული სულითა ან სუნითაა გაჟღენთილი საქართველოს გადასარჩენად ფეხით
მოსიარულე ახალგაზრდა კომპოზიტორი, რომელიც როგორც ახალგაზრდა ქრისტე გააცოცხლა რომელმანც,
ოთარ ჩხეიძემ „ბორიაყში“ და იმედიც დათესა სიტყვაში.
Comments
Post a Comment