Crusader love
(ჩემი ჯვაროსანი)
https://www.youtube.com/watch?v=iTrmZSto7Pk&index=30&list=RDywsS4WteceM&fbclid=IwAR1Lt_K7NiIvxc8mdLKIX3JG6mKHlCrGdPCrgn6rir6wclk2ktlLvW7sDlM
მშიერი მგელივით დავწრიალებ
შენი ქუჩისკენ, შენი სახლისკენ, შენი ალვის ხეებისკენ -
არცერთი არ დგას თავის ადგილას.
ეს წრეზე ბრუნვა, ეს წრეზე სიარული
გზის არევაა თუ მხარი მეცვალა -
მშიერ მგელივით დავწანწალებ,
მთვარის შუქს ვყავარ ატანილი,
გუმბათი ბებერ სინაგოგის, ყვითლად ზიმზიმებს.
მოლა მინარეთს ლურჯი სინათლით რთავს
გზა მებნევა -
არც ცხოველური ჟინი მშველის,
არც მგლის მუხლი,
არც ყნოსვა მიცავს და ჩემი ღმერთიც განს გამდგარი
შორიდან მიმზერს,
ჩემი ჯვარი ჩემი ჯვარია,
ზურგს ვერ დავხედავ, ზურგზე შენ მყავხარ დაკრული
ნიჟარასავით, და თან მიგათრევ,
თან ჩემი სახლი, თან ჩემი სისხლი, თან ჩემი სუნთქვა -
ჩემი ღმერთის ჯვარცმულ სხეულად.
არცერთი არ დგას თავის ადგილას.
ეს წრეზე ბრუნვა, ეს წრეზე სიარული
გზის არევაა თუ მხარი მეცვალა -
მშიერ მგელივით დავწანწალებ,
მთვარის შუქს ვყავარ ატანილი,
გუმბათი ბებერ სინაგოგის, ყვითლად ზიმზიმებს.
მოლა მინარეთს ლურჯი სინათლით რთავს
გზა მებნევა -
არც ცხოველური ჟინი მშველის,
არც მგლის მუხლი,
არც ყნოსვა მიცავს და ჩემი ღმერთიც განს გამდგარი
შორიდან მიმზერს,
ჩემი ჯვარი ჩემი ჯვარია,
ზურგს ვერ დავხედავ, ზურგზე შენ მყავხარ დაკრული
ნიჟარასავით, და თან მიგათრევ,
თან ჩემი სახლი, თან ჩემი სისხლი, თან ჩემი სუნთქვა -
ჩემი ღმერთის ჯვარცმულ სხეულად.
Comments
Post a Comment