ლანდშაფტი შუშის

გამჭვირვალე არსებებს, აღმოსავლურ ტაბაკებზე დაუფენიათ თეთრი სუდარები. ნელი ტაატით მოირწევიან ჩემკენ, ვინც გავარვარებული მინის კოლბებიდან გადამადნო და ფერად შუშის სხეულად იქცა - აუმხედრნენ საკვერცხეები და ფოლიკულები მომხვდურებად გაუუცხოვდნენ. სისხლმა დამშრალი ღელესავით გაპარვა მოინდომა - ბუნებრივი კატასტროფაა გრძნობის ხელოვნურად გაძევება. ასე ემართება მარტო წასულს, გრძელ და ყვითელ დერეფნების დაწესებულებაში, სადაც ქარია კედლებს შორის მოქცეული, თუთის ხის ტოტებს ბეღურები შვილებივით ეყუჟებიან. მარყუჟია - ტანწვრილი ფეხები ერთმანეთში გადაზრდილი. მოდიან თხლად ამობზეკილ მუცლებში გახვეული ხორცის ცოცხალი ნაფლეთები, შემოჰყავთ მამებს ხელში აყვანილი მომავალი თვალებისდამხუჭველები, - სასუფეველშიც ერთად იქნებიან.. შენთანაც კი ვიდგმები ზუსტად ასე: ხელისგულებში მოკუჭული საშვილოსნოს ნეგატივით. გარდაცვლილი სიტყვების და მოგუდული გრძნობის ზურგზემოკიდებული ზედმეტი ბარგით. მოუცლელობით გაამართლე ზედრომარმიყურებდი. რა გამიკვირდება - ჯერ კიდევ მბჟუტავი პროჟექტორებიდან: როგორ გადმოგცეს ჩვილი, როგორც შესაწირი. თუ მკ...