მითოლოგიური ნატვრის ხე - ბროწეული
ფიქრები ნატვრის ხის გამო –– რა ჰქენი , ელიოზ , იპოვე შენი ნატვრის ხე ?–– შევეკითხებოდი ღიმილით –– ვერა , მაგრამ ვნახავ ! ... გ . ლეონიძე ქეთევან ქუჩუკაშვილი მიამბობს , კვირა საღამოა . „გამომცემლობა „ ნაკადულმა “ გამოსცა ნატვრის ხე და გიორგი ლეონიძესთან მე ვრედაქტორობდიო . თავიდან პატარა მოთხრობა ვთხოვეთ ავტობიოგრაფიული რომ დაეწერა . არადა არ მოიტანა და მეც მერიდებოდა შეხსენება , თან ვგუმანობდი რომ მუშაობდა დიდ და უფრო უკეთეს ნაწარმოებზე . ერთ დღესაც შემოვიდა გამომცემლობაში და „ ნატვრის ხე “ გადმოგვცა . რა თქმა უნდა , მაშინვე გამოვეცით ციკლად და შემდეგ როცა მხვდებოდა მეუბნებოდა სიცილით : „ ნატვრის ხე “ ქეთევანმა დამაწერინაო . “ გიორგი ლეონიძის „ ნატვრის ხე “ ხომ ქართული სიტყვის გაბრწყინებაა , მაგრამ ფილმი , არა მხოლოდ ქართული კინემატოგრაფიის , არამედ მსოფლიო კინოს შედევრი . რამდენჯერ მექნება ნანახი „ ნატვრის ხე “ ან „ მონანიება “? ბევრჯერ და არასოდეს არ მი...