მითოლოგიური ნატვრის ხე - ბროწეული















ფიქრები ნატვრის ხის გამო
––რა ჰქენი, ელიოზ, იპოვე შენი ნატვრის ხე?––შევეკითხებოდი ღიმილით ––ვერა, მაგრამ ვნახავ! ...
. ლეონიძე
ქეთევან ქუჩუკაშვილი მიამბობს, კვირა საღამოა.
„გამომცემლობანაკადულმაგამოსცა ნატვრის ხე და გიორგი ლეონიძესთან მე ვრედაქტორობდიო. თავიდან პატარა მოთხრობა ვთხოვეთ ავტობიოგრაფიული რომ დაეწერა. არადა არ მოიტანა და მეც მერიდებოდა შეხსენება, თან ვგუმანობდი რომ მუშაობდა დიდ და უფრო უკეთეს ნაწარმოებზე. ერთ დღესაც შემოვიდა გამომცემლობაში დანატვრის ხე გადმოგვცა. რა თქმა უნდა, მაშინვე გამოვეცით ციკლად და შემდეგ როცა მხვდებოდა მეუბნებოდა სიცილით:  „ნატვრის ხექეთევანმა დამაწერინაო.
გიორგი ლეონიძისნატვრის ხეხომ ქართული სიტყვის გაბრწყინებაა, მაგრამ ფილმი, არა მხოლოდ ქართული კინემატოგრაფიის, არამედ მსოფლიო კინოს შედევრი.
რამდენჯერ მექნება ნანახინატვრის ხეანმონანიება“?
ბევრჯერ და არასოდეს არ მიმიტოვებია ფილმის ყურება, ყოველთვის ბოლომდე და განცდით.
 ნატვრის ხემწერალმა გიორგი ლეონიძემ მოთხრობების ციკლით შექმნა. ყველა გმირს თავისი სახლი-ნოველა აჩუქა, სახელითა და ფინალით, კულმინაციითა და დიალოგებით. სცენარისსტმა და მწერალმა რევაზ ინანიშვილმა და რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ კი სცენარზე მუშაობისას ეს პატარ-პატარა მოთხრობები ერთ სოფლად გააერთიანეს და გმირებისგან შექმნეს, რაღაც მარადიული ქართული, მსოფლიო ქვეყანა, სადაც ყველანაირ ადამიანს შეხვდები. ხანდახან მეჩვენება ეს ადამიანები უფრო ბიბლიური ადამიანების გრძნობები, ემოციები და განცდებია. აი, მაგალითად ავიღოთ ფუფალა. იგი  კეთილი და მისნის გრძნობისაა, ელიოზა მაძიებელი და მეოცნებე, მღვდელი - მშიშარა და გზას აცდენილობაა, მარიტა  - მსხვერპლშეწირვა.
ფრესკებივით ანათებენ ეს სახელები და ადამიანურ გუნება-განწყობილებებს აცოცხლებენ.

მთელი ცხოვრების არსი ერთ ფილმად, გნებავთ სიცოცხლის აზრი.
ფილმში უამრავი კადრია, სცენაა, რომელიც სილამაზით და ღრმა მისტიურობით აღტაცებაში მოიყვანს მნახველს. დასაწყისიც და ფინალიც, ეს ორი  მარადიული რამ - სიწითლის, ტკივილის, მაგრამ სიცოცხლის ზეიმის ამბავია.
წითელი ყაყაჩოებისა და გედიას უთეთრესი ცხენის სიკვდილი, მარიტას დანგრეული სახლი და წითლად აბრდღვიალებული ბროწეულის ყვავილი, როგორც მთელი ქვეყნიერების მოძრავი ბედისწერის ბორბალი –  კონტრასტული შეჯახება.
ბოროტებისა და სიკეთის ასე მძაფრად დახატვა, ადამიანების მიერ, ანუ გამოსახვა გრძნობების და თვისებების მხოლოდ და მხოლოდ გმირების საშუალებით, მათი ქცევისა და ერთმანეთთან დამოკიდებულებით, ეს მხოლოდ თენგიზ აბულაძეს შეეძლო.
ღალატისა და ერთგულების, ვაი მღვდლობისა და ცრურწმენების, სიმართლისა და გარდასახვაზე ოცნების უცნაური სურათ-ხატები - ფილმის გენიალურობას უსვამს ხაზს.
გამახსენდანატვრის ხედა გედია. ისიც, აქვე, რომ ორფევსის სურვილი იყო, სტიქსს რომ ჩაუთქვა შემდეგ ცხოვრებაში გედად ვიქნებოდიო ნაქცევი. ბერძნული მითოლოგიაც გაილანდა. გედია, ორფევსი, მარიტა ევრიდიკე,
აქვე, მარიტა დემეტრას ასული, პერსეპონეს სახეცაა. დააკვირდით აბა, ბროწეულის ხედ გარდასახული სიკვდილის შემდეგ, მაგრამ მარადიული სილამაზით გაბრწყინებული. პერსეპონესაც მისმა გამტაცებელმა ჰადესმა, ბროწეულის ერთი მარცვლის შეჭმით, მარადიული ტყვეობა მიუსაჯა, მაგრამ ზევსმა დამწუხრებული და გადამხმარი დედამიწის ხილვა დიდხანს ვერ აიტანა, დემეტრას, დედის გლოვა ხომ ასე გამოისახა დედა ბუნებაზე და გაზაფხულსა და ზაფხულს აჩუქა ასული დედას, ხოლო ზამთარს კი ჰადესს ერგო პერსეფონეს სილამაზე, და ბიბლიური ლოტის ცოლიც გაილანდა.
გედიას სიკვდილიც, დაშორება მარიტასთან - თითქოს ნიმფა ევრიდიკეს გველისგან დაგესვლის ახლებული ინტეპრეტაციაა. მარიტასა და გედიას შეხვედრა მარიტას ქმრის სახლში, მარიტას კუთხეში დგომა ზურგით, ხოლო უეცრად შემობრუნება და მოხედვა უკან, (ევრიდიკეს ამოყვანა ჯოჯოხეთიდან ორფეოსმა გვახსოვს რატომაც ვერ შეძლო), - წადი, გედი, წადი და გზაზე გედიას სიკვდილი, განა ორფეოსიც ასე არ დაისაჯა?! მას ნიმფებმა თავი მოჰკვეთეს.
რა შეემთხვეოდა ევრიდიკეს მარტოს დარჩენილს ბოროტ სულთა ხელში?!  მის სილამაზეს და სიწმინდესაც გაზაფხულის ღვარცოფის ტალახში აგლესავდნენ, მასაც ყველა წუნკალი ქალის ხელისგან მოხვდებოდა ერთი მუჭა მიწა და მასაც ყველაზე უბრალონი და საწყალნი დაიტირებდნენ.
ლოტიც, სოდომ გომორას, გახრწნილ ქალაქს როცა ღვთის განგებით გაურბოდა, უფლისგან გაფრთხილებით, უკან არ მოეხედათ, ასე გადარჩა, ხოლო ლოტის ცოლი კი რამ მიახედა?! სირცხვილმა, ბრაზმა?!
მარიტას ბედს გაიზიარებდა ან პირიქით.
მე მგონი, გენიოსმა ქართველმა რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ დაანახა მთელ მსოფლიოს რომ მითები არ კვდებიან, არ კვდება ადამიანური მარადიული ღირსეული თვისებები - სიყვარული, ერთგულება და უკვდავებაც მხოლოდ იმათი კუთვნილებაა, ვისაც თავის გაწირვა შეეძლო და შეუძლია, სიყვარულისთვის.
ალიხე, მალიხე, სალიხე - ეს გოგონებიც ძალიან ჰგვანან მითოსურ ასულებს, ნიმფებს, ქურუმებს ანაც კი, თანამედროვე მონაზვნებს, რომელთა მამა-პატრონიც თავს წირავს სილამაზეს, ოცნებას და ნატვრისთვალის ძიებასანუ ბედნიერების პოვნის სიხარულს - ობლად დარჩენილი მლოცველები კი გამხმარ ნატვრის ხეს აცოცხლებენ.
გიორგი ლეონიძისა და თენგიზ აბულაძის ერთობლივმა ნიჭმა - შექმნა მარადიული და უკვდავი შემოქმედებანატვრის ხე, რომელიც მარადმწვანე მცენარეს ჰგავს და არასოდეს გახმება.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო