სიზმრები - მსოფლიოს გადასარჩენად
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90 თუ ამ ბმულს გაყვებით, კინორეჟისორ კუროსავას შესახებ მოკლე ბიოგრაფიულ და შემოქმედებით ცნობებს ამოიკითხავთ. ჩემი აზრით ეს ადამიანი არის გენიოსი და არის მოვლენილი. მისი სიზმრები, ხუთ ხილვად გადმოცემული ტელე-ნოველების ერთი მთლიანი ზღაპარი - მოდელია, მსოფლიოს აპოკალიფსური კოლაფსისგან თავდაღწევისა. ყოველი კადრი, მუსიკა, ფერები ეს არის ადამიანის არსებობისა და მისი მისიის შესანიშნავი აღწერა. ფილოსოფიურად თუ დავინტერესდებით, ჩვენ უხსოვარი დროის ადამიანის მეხსიერების გამონათებასთან გვაქვს საქმე. ქართული ხალხური ზღაპრების მითოსში გაცხადებული სიბრძნე, მსოფლიო კინოშედევრში, იაპონელი ავტორის შემოქმედებაში უცნაურად, უნებურად არის გამოვლენილი. ადამიანის კოდთან ხო არ გვაქვს საქმე?! იყო და არა იყო რას პრინციპი, ერთხელ ერთ სოფელში, გოგო და ბიჭი, არანაირი კონკრეტიკა, არანაირი სოფლის დასახლება, აქ სამყარო - ბუნება, ხეები, წვიმა და ადამია...