სიზმრები - მსოფლიოს გადასარჩენად

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90
თუ ამ ბმულს გაყვებით, კინორეჟისორ კუროსავას შესახებ მოკლე ბიოგრაფიულ და შემოქმედებით ცნობებს ამოიკითხავთ.
ჩემი აზრით ეს ადამიანი არის გენიოსი და არის მოვლენილი.
მისი სიზმრები, ხუთ ხილვად  გადმოცემული ტელე-ნოველების ერთი მთლიანი ზღაპარი -  მოდელია, მსოფლიოს აპოკალიფსური კოლაფსისგან თავდაღწევისა. ყოველი კადრი, მუსიკა, ფერები ეს არის ადამიანის არსებობისა და მისი მისიის შესანიშნავი აღწერა.

ფილოსოფიურად თუ დავინტერესდებით, ჩვენ უხსოვარი დროის ადამიანის მეხსიერების გამონათებასთან გვაქვს საქმე.
ქართული ხალხური ზღაპრების მითოსში გაცხადებული სიბრძნე, მსოფლიო კინოშედევრში, იაპონელი ავტორის შემოქმედებაში უცნაურად,  უნებურად არის გამოვლენილი. ადამიანის კოდთან ხო არ გვაქვს საქმე?!
იყო და არა იყო რას პრინციპი, ერთხელ ერთ სოფელში, გოგო და ბიჭი, არანაირი კონკრეტიკა, არანაირი სოფლის დასახლება, აქ სამყარო - ბუნება, ხეები, წვიმა და ადამიანები ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილებია, დიდი იერარქიისაა და მე, პირადად, ამ გენიოსი ადამიანის მხარეს ვარ.


სულის უკვდავება და მოგზაურობა, პატარა უსახელო გმირობები,  ადამიანის მარადიული ტკივილები, შეცდომები და სამოთხიდან განდევნის უეცარი ელდა.
ბოროტებისა და სიკეთის ბრძოლა.
კინოში მოყოლილი ადამიანური სევდიანი ტრაგედია, რომელიც მსოფლიოს მინი-მოდელია, სხვადასხვა განზომილებების, რწმენისა და შეხედულებების გათვალისწინებით და ხსნის გზაც, გაგვყვება რეალობაში. იქავე:
სიყვარული და უბრალოება, ის რაც სულიერებისთვის უმნიშვნელოვანესია და კიდევ სიცოცხლე სიმარტივეში.



Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო