დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

წმინდა მოწამენი ადრიანე და ნატალია (IVს.) ხსენება 26 აგვისტო (8 სექტემბერი) დაუჯდომელი წმინდა ადრიანე და ნატალიასი (საშინაო საკითხავი) წმინდა მოწამენი ადრიანე და ნატალია (IVს.) ხსენება 26 აგვისტო (8 სექტემბერი) ტროპარი : მოწამეთა შენთა , უფალო ადრიანე და ნატალია ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღუთისა ჩუენისა , რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი , და მძლავრი დაამხვეს , და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი , მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუენნი . კონდაკი : დედაკაცისა ღმრთივ - განბრწყინვებულისა საღმრთონი იგი სიტყვანი გულსა დაიდევ , ანდრიანე , მოწამეო ქრისტესო , და სატანჯველთა მიმართ გულს მოდგინეთ შებმა ჰყავ , და მეუღლისა თანა მოიღენ გვირგვინი უხრწნელებისა . სხვა კონდაკი : მოწამეთა საღმრთო ხსენება გამობრწყინდა , და კიდენი სოფლისანი ბრწყინვალედ განანათლნა , და სიხარულით ესრეთ ღაღადებენ : შენ ხარ , ქრისტე , გვირგვინი მოწამეთა შენთა და სიხარული . ...