დაბადებული ქრისტეშობისთვეს. ჩემი პოლარული თოვლის კაცი

დროის კანონზომიერების თანახმად რამე მაინც უნდა შეცვლილიყო , სულ ცოტა , რაღაც . თუნდაც მე . ბინდბუნდში წამოვარდნების გასახედნად , გულგრილობის მოსაშინაურებლად - უკან , ბავშვობისკენ გავბრუნდი . არც გზა ამებნა და არც რა . ყველაფერი ისევე დამხვდა . / რა გული ამოვიგდე საგულედან/ , ყველაფერი ძველებურადაა . მთებს თოვლის ნაბდები წამოუხურავთ , ნელ - ნელა თრთვილი ჩამოვა ქვევით . მეზობლის მსხლის ფითრები გაფუმფულებულან , მწვანე მზეები . ყველაფერი ძველებურადაა . მელანქოლიური შუადღე მამლის ღობეზე შეფრენით , კვამლმოდებულ ნასიმინდარს გადაფარებული შემოდგომური ბოსტნეულის სევდა , ტკბილი სიცივე . ვფიქრობ : თოვლის კაციც ისევე უჩინარია , მარტო . მგავს თუ ვგავარ . მთის ჩიტებს შემოუსევს მკვახე ხურმას , გამიკენკავს სიზმრებს . მან ყველაფერი იცის ჩემზე , არაფერს მიყვება . არაფერს მიყვება , არადა ყველაფერი იცის . მეც წყალს ჩავიგუბებ , ხელს ჩავიქნევ , წავალ . როგორ გავზარდე ჩემივე თავი , თმა დავუწანი , ხელ...