დაბადებული ქრისტეშობისთვეს. ჩემი პოლარული თოვლის კაცი
დროის კანონზომიერების თანახმად
რამე მაინც უნდა შეცვლილიყო,
სულ ცოტა, რაღაც.
რამე მაინც უნდა შეცვლილიყო,
სულ ცოტა, რაღაც.
თუნდაც
მე.
ბინდბუნდში წამოვარდნების გასახედნად,
გულგრილობის მოსაშინაურებლად -
უკან, ბავშვობისკენ გავბრუნდი.
არც გზა ამებნა და არც რა.
ყველაფერი ისევე დამხვდა.
ბინდბუნდში წამოვარდნების გასახედნად,
გულგრილობის მოსაშინაურებლად -
უკან, ბავშვობისკენ გავბრუნდი.
არც გზა ამებნა და არც რა.
ყველაფერი ისევე დამხვდა.
/რა
გული
ამოვიგდე
საგულედან/,
ყველაფერი ძველებურადაა.
მთებს თოვლის ნაბდები წამოუხურავთ,
ნელ-ნელა თრთვილი ჩამოვა ქვევით.
მეზობლის მსხლის ფითრები
ყველაფერი ძველებურადაა.
მთებს თოვლის ნაბდები წამოუხურავთ,
ნელ-ნელა თრთვილი ჩამოვა ქვევით.
მეზობლის მსხლის ფითრები
გაფუმფულებულან,
მწვანე მზეები.
ყველაფერი ძველებურადაა.
მელანქოლიური შუადღე მამლის
მწვანე მზეები.
ყველაფერი ძველებურადაა.
მელანქოლიური შუადღე მამლის
ღობეზე
შეფრენით,
კვამლმოდებულ ნასიმინდარს
კვამლმოდებულ ნასიმინდარს
გადაფარებული
შემოდგომური ბოსტნეულის სევდა,
ტკბილი სიცივე.
ვფიქრობ: თოვლის კაციც ისევე უჩინარია,
მარტო.
მგავს თუ ვგავარ.
მთის ჩიტებს შემოუსევს მკვახე ხურმას,
გამიკენკავს სიზმრებს.
მან ყველაფერი იცის ჩემზე,
შემოდგომური ბოსტნეულის სევდა,
ტკბილი სიცივე.
ვფიქრობ: თოვლის კაციც ისევე უჩინარია,
მარტო.
მგავს თუ ვგავარ.
მთის ჩიტებს შემოუსევს მკვახე ხურმას,
გამიკენკავს სიზმრებს.
მან ყველაფერი იცის ჩემზე,
არაფერს
მიყვება.
არაფერს მიყვება, არადა ყველაფერი იცის.
მეც წყალს ჩავიგუბებ, ხელს ჩავიქნევ, წავალ.
როგორ გავზარდე ჩემივე თავი, თმა დავუწანი,
ხელფეხი გადავუჯვარედინე,
თვალიც მოვატყუე და გულიც.
სჯობს არ იცოდეს, ის რაც ჩემმა პირმა
არაფერს მიყვება, არადა ყველაფერი იცის.
მეც წყალს ჩავიგუბებ, ხელს ჩავიქნევ, წავალ.
როგორ გავზარდე ჩემივე თავი, თმა დავუწანი,
ხელფეხი გადავუჯვარედინე,
თვალიც მოვატყუე და გულიც.
სჯობს არ იცოდეს, ის რაც ჩემმა პირმა
მის
ყურს
უნდა
გააგონოს,
სჯობს ჩემი პირიდან არ გაიგოს.
წვიმების მოლოდინში თვალებს რომ ვხუჭავდი,
დედაქალაქის ვიწრო მაგისტრალზე და სოფლის
გაზაფხულის მინდვრებს ვნატრობდი.
თოვლის კაცი გამოქვაბულის
სჯობს ჩემი პირიდან არ გაიგოს.
წვიმების მოლოდინში თვალებს რომ ვხუჭავდი,
დედაქალაქის ვიწრო მაგისტრალზე და სოფლის
გაზაფხულის მინდვრებს ვნატრობდი.
თოვლის კაცი გამოქვაბულის
ბნელ
მხარეს
გადაბარგდება,
არავის იკარებდა და სულ არავის მიიკარებს,
ის გახდება ჭორიკანა, ქვრივი
არავის იკარებდა და სულ არავის მიიკარებს,
ის გახდება ჭორიკანა, ქვრივი
დედაბრების
თავშესაქცევი.
დიდთოვლობისას,
დეკემბრის გრძელი ღამეებისთვის
ჩემს ჩამოტარებას დაელოდება.
ადრე თუ გვიან.
Comments
Post a Comment