ქარბუქთა თვეში

თამარნიკელაოს ქარბუქთა თვეში თვით სიკვდილი ვიმშობიარე . სიყვარულზე ცხრა თვის ფეხმძიმე , სულ შემთხვევით , მიწის ზევით ( გა)დავურჩი სუდართ მომხვეველს , ვინც დიდთვლობაში მოყოლილ ცოცხლებს , აპატიოსნებს , ზვავისგან ( გა ) წმენდს . მწვერვალებიდან ჩამომასვენებს . ქარბუქთა დედა უცხო ენაზე, მისი შვილების ზარის ხმაზე , იავნანას თეთრად მითენებს ხევში გაჩხერილს , რადგან ქარაფებს გა და ვეკიდე ფრენის სწავლისას ან ღრუბლებიდან ხეთა მწკრივებს გამოვე დე მოულოდნელად , როგორც სულყველა ზღაპრის ბოლო – ქარბუქთა თვეში გასუდრული , საკუთარ თავსაც გამოვეტირე . ყინვა - სიცივემ გადამხადა ყვავილთა ფარდა , ნისლებში რბილად მწოლიარემ მზისთვის ვილოცე .