ქარბუქთა თვეში







ქარბუქთა თვეში თვით სიკვდილი
ვიმშობიარე.
სიყვარულზე ცხრა თვის ფეხმძიმე,
სულ შემთხვევით,
მიწის ზევით (გა)დავურჩი
სუდართ მომხვეველს,
ვინც დიდთვლობაში მოყოლილ ცოცხლებს,
აპატიოსნებს, ზვავისგან (გა) წმენდს.
მწვერვალებიდან ჩამომასვენებს.

ქარბუქთა დედა უცხო ენაზე,
მისი შვილების ზარის ხმაზე,
იავნანას თეთრად მითენებს ხევში გაჩხერილს,
რადგან ქარაფებს გადავეკიდე
ფრენის სწავლისას ან
ღრუბლებიდან ხეთა მწკრივებს გამოვე
დე მოულოდნელად,
როგორც სულყველა ზღაპრის ბოლო
ქარბუქთა თვეში გასუდრული, საკუთარ თავსაც
გამოვეტირე.

ყინვა-სიცივემ გადამხადა ყვავილთა ფარდა,
ნისლებში რბილად მწოლიარემ მზისთვის ვილოცე.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო