ჰაიატესთან

ნატა ვარადა ესაუბრება ჰაიატე სოტომეს ლუკადან ჰაემდე ჰაიატე სოტომე - 1991 წელს დაიბადა ქალაქ უცუნომიაში . 2009 წელს ჩააბარა ტოკიოს უცხო ენების კვლევის უნივერსიტეტში , უცხო ენების ფაკულტეტზე , რუსული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე . დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ტოკიოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურაში , შედარებითი ლიტერატურის კათედრაზე . ახლა დოქტორანტია . როდის და სად შეიტყვეთ საქართველოზე , როცა თბილისში პირველად ჩამოხვედით პირველად სად ცხოვრობდით და საერთოდაც, თქვენი პირველი შთაბეჭდილებები ... როგორც ბიოგრაფიაშია აღნიშნული , უნივერსიტეტში რუსულს ვსწავლობდი . ერთმა პროფესორმა , რომელსაც , რატომღაც აინტერესებდა საქართველო და ნამყოფიც იყო , სტუდენტებს გვაჩვენა ფილმი „ მონანიება “. აქედან აღმოვაჩინე საქართველო . ეს მოხდა 2009 წელს , როდესაც პირველ კურსზე ვიყავი . შემდეგ როდესაც მეორეზე გადავედი , საბედნიეროდ ტოკიოს...