როსტომ ჩხეიძე ბეთლემის ათინათი

როსტომ ჩხეიძე ბეთლემის ათინათი (ნატა ვარადას პოეტური კრებული „ერთი საათით გვიან") ღამის ბეთლემიც და გამოქვაბულის თავზე ვარსკვლავიც , წერტილივით მიბნეული , ქრისტიანთათვის ნაცნობზე ნაცნობი პეიზაჟია , მოუნათლავი დრო - ჟამის სიღრმიდან ამოკაშკაშებული და რაღაც დიდი ფერისცვალების მაუწყებელი . თუმც ეს ხილვა მოჩვენებითიც შეიძლება აღმოჩნდეს და გულისგულში გამოტარებულიც - ამა თუ იმ პიროვნების რწმენის სიმცირისა და სიღრმის შესაფერისად . *** ვინ აკვირდება ამ სურათს - ღამის ბეთლემსა და გამოქვაბულის თავზე წერტილივით მიბნეულ ვარსკვლავს ? ვის მოუნდომებია იმ საიდუმლოსთან ზიარება , მაინცდამაინც იქიდან გამოწურვა საკუთარ ხილვათა საზრდოსი და მასზე ლირიკული განცდებისა და განსჯის ამოშენება ? ამჯერად ეს ნატა ვარადაა . ერთფეროვნებას , უსახურობას გამორიდებული კიდევ ერთი პოეტი . კიდევ ერთი საიმედო სახელი . და ეს - ასერიგად აბურდულ რეალობაში , როდესაც ძალაუნებურად გიმძაფრდება ეჭვი , თუ ეყოლება ჭეშმარი...