თამარელა წოწორია - ,,ადამიანებს ვერ გავექეცი" - ნატა ვარადას საფიქრეთი
თითქოს ერთი გაბმული მელოდიაა. პოეტის შემოკლებული გვარი, ლამის ფსევდონიმად ქცეული - ვარადა, ჩერქეზულად თურმე სიმღერას ნიშნავს. სამეგრელოსა და აფხაზეთში (ნაწილობრივ რაჭაშიც) გავრცელებული მისამღერი „სივარადა“, ითარგმნება - „ჩემი სიმღერა“, „სივარადა ვარადა“ კი როგორც - „სიმღერავ, ჩემო სიმღერავ“.ნატა ვარადა ადამიანზე მოფიქრალი პოეტიადა ყოველი ლექსის სტრიქონი ადამიანს მიემართება. მის ლექსებში დევს პოეტის კრედო: ადამიანებს ვერ გავექეციო! ნატა ვარადას პოეტური შემოქმედება „სიშორის არსიდან“ ადამიანებამდე მოტანილი, ერთი ამოსუნთქვით ამონამღერის ასოციაციას ქმნის, რომელიც მოსმენას, ხმაზე ხმის დადებასა და გულის ხმის მიყოლას იმსახურებს. ნატა ვარადას მიმართავს მკითხვლსა: „ანუ მამრავლებ?! მითხარი: მე ვარ შენთან მოლაპარაკე“ დიახ, უნდა ვამრავლოთ პოეტური ესკიზებით შეფაქიზებული მისი ნაფიქრ-ნამუშაკევი, მკითხველის გულამდე უნდა მივაცილოთ ეს მეოთხე კრებული - „გამრავლების ტაბულა“, რომელიც ალ. ორბელიანის საზოგადოებამ და ჟურნალმა „ჩვ...