Posts

Showing posts from September, 2022

თოვლის ლეოპარდები

Image
" არ ვიცი ვის დავურეკო . არავინ მახსოვს ".   Forever Tango - A Evaristo Carriego - Carlos Gavito & Marcela Duran თამაზ ბაძაღუას     წარმოიდგინე ?! წარმოიდგინე , რა ამბავია , დიდი ხნის მერე , დიდი ხნის შემდეგ : თავს აღწევს დახრუკულ სიბნელეს , გამთენიას ამოდის აწურული სხეულით , თითქოს ემალებოდეს ვინმეს , რომ თავიდან დაუძვრეს . კიდევაც იცოდეს შენსკენ გადმოხრილმა - მწვანე კუნძულზე , დამლაშებულ შავი ზღვის სიახლოვეს , რა მშვიდად გძინავს მომღიმარს , გადამწიფებულ ფორთოხალივით ქალთან . წარმოიდგინე , წარმოიდგინე ?! როგორ მოირწევა ხავსიან სამოსით , თოვლის ლეოპარდები ახატია მწვანე კაბის საზურგეს . თავდაღწეული ლაბირინთის ფსკერს , დიდი ხნის მერეღა , თითქოს შეხვედრამდე , ის უკვე მიხვდა - თუნდაც , რომ უკან არ მოეხედა , ან უფრო ადრე გამოპარვოდა მინოტავრის ჯავშნიან გონებას , სხვადასხვა განზომილებაში დავრჩებოდით - ო , სხვისად .   ასევე , ის ამბავია , რ...