Posts

Showing posts from May, 2023

ნინო დარბაისელი-სტრონი - ჟურნალი ცისკარი, 2023, #2 - ნატა ვარადა

  ნინო დარბაისელი-სტრონი - ჟურნალი ცისკარი, 2023, #2 ნატა ვარადა ეს არ არის ჩემი პირველი წერილი ნატა ვარადას შემოქმედების შესახებ. რიგით მგონი მესამეა და სულ მეჩვენება, რომ ბოლომდე ვერ ვთქვი ჩემი სიტყვა, სათქმელი ამ უნიკალური ავტორის შესახებ. რაღაც ასპექტი, რაღაც მთავარი სულ მოუხელთებელი მრჩება. აი, ახლაც ახლიდან შევუდექი საქმეს და დარწმუნებული არა ვარ, წარმატებით დავძლევ თუ არა ამოცანას. ჯერ შევეცდები, როგორც იტყვიან, მოედანი გავითავისუფლო, ანუ წინასწარვე მოვიშორო ის მხარეები, პლასტები მისი პოეზიისა, რომელიც, ჩემი ფიქრით. არაფერს განსაკუთრებით საყურადღებოს არ გვპირდება. იგი წერს თავისუფალი ლექსით. მისი თავისუფალი ლექსი არ გამოირჩევა დიდად კომპოზიციისა თუ სხვა მხარეების ორიგინალობით, აღარ მახსოვს, რითმიანი ლექსი თუ განმიხილავს მისი ადრე. აქ მარტივად აღვნიშნავ, რომ არც კონვენციური ლექსია მისი სტიქია, თავისი უამრავი ფორმითა და გამოსახვის საშუალებებით. არც სათქმელი გვეძლევა, ტექსტში ღიად გაცხადებული... რაღა დაგვრჩა? - თითქოს არაფერი, არა? მაგრამ ნატა ვა...