Posts

Showing posts from July, 2025
  ნატა ვარადა   მიგრაციის პროცესი   ინციდენტებიდან   ველის მეთოვლიების როს იწყება თოვა, მდინარის ნაპირების ლეშქაშების ბიბინი შავი ზღვის მალაქიტებს გადაუვლის წყებად: აი, მაშინ მომძებნე, როცა ხელიდაწასულების, ჯერ არ გვითქვამს, არც სახლიდან - -          ვისაც ჩვენი ხელიდან ეკუთვნის, -          ანაც, პირიდან, როდი დამდგარა მათი შენდობის ჟამი.   ყრმამ კი ეძიოს საკუთარი მამა, მამა, რომელმაც შეიფარა ჯვარნაწერ სახლში, თუმცა, არამედ, ძემ რო ეძიოს მამა თვისი, სისხლით და ხორცით, გენეტიკით, ხმითა და დგომით მსგავსი და შორი, დაფარული, თუმცა ნამდვილი. ვინაც დედამ სათადარიგოდ გადაინახა, თევზიყლაპია სელაპივით რომ გაყვეს მერეც, ეშმაკის ვნებით დაგრძელებული, და ვერასოდეს მოიშორებს, მამის აჩრდილს,  სანთლის შუქზე თუ მოილანდავს.   დანარჩენი მზისქვეშეთში აქამდეც იყო..         იემენი. მერცხლები თბილის...