ოფოფ(ებ)ის გაცოცხლების საათი
ღამეს ალუბალი ძილში უაყვავდა, ყვავები შეესიენ დასალიერს - დათბება უკვე. ახალაშენებულ უნივერმაღის ვიტრინის მინას თოხლო დისკო გაედღაბნა - ერთად აწიკწიკებულ ათასობით კედლის საათის სარქველი ათასფრად დაიფანტა იატაკზე. სკოლის გაცდენა აღმოჩენად მივითვალე. აქ დროები არეულია, დედამიწის განედიც და ორი პოლუსიც, ჰორიზონტი, პორალური ღამეებიც, ამ ოთხ კედელს შორის მოთავსდა. არჩევანმა გვერდით ჩაიარა, ღარიბულ ქოხში დასახლდა. ჰო, ჩვენ გვქონდა მრგვალი, ყვითელი თუ კი გაქვს ერთი. რა საჭიროა, მეორე თან ისიც კედელზე, ისიც გაკრული. კლდე სიტყვების იქეთ დიდი ტრამალია, გაბედავ, გახვალ, ივლი და ივლი, თუ. თეთრი მგელი თავის ლეკვებს არ ასეირნებს უმთვარო ღამეს, ბუკნაჭოტი სულებს არ დასდევს ბინდის პირზე მაშინ. ისევე პირუკუ დგახარ, დაგიღამდება. არადანი ნიშნავს წაგებას. ცოცხით მფრინავ კუდიან ბებერს, რომელიც სულაც არ არის უშნო, ის ბალახების ნახარშს იღებს ყოველ უზმოზე, გაფუებულ ქალწულივით ტყის ბილიკებზე ფრთხილად მავალ მონადირეს დაემგზავ...