:(


წამომაყენე დედა, ბავშვი თუ ტირის,
მაშინ მაინც,
შემიხსენი ორივ მაჯაზე,
სტერილური თეთრი ბინტები,
შეშლივით წევს მიცვალებული
და ივედრება -
შია ჩემს შვილს,
მინდა ვაჭამო - უფარდო სახლში
გაურბიხარ უსაშველობას, ეზოში ჩხიკვი ხმელ ქერქებისგან
იშენებს ბუდეს,
ნუში კი განზე გამდგარა და
თავშესაფარში ჩაბარებულ მშობელივით.
სიბერისგან ჩუმად ყვავილობს.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო