ოფოფ(ებ)ის გაცოცხლების საათი
ღამეს ალუბალი ძილში უაყვავდა,
ყვავები შეესიენ დასალიერს - დათბება უკვე.
ახალაშენებულ უნივერმაღის ვიტრინის მინას
თოხლო დისკო გაედღაბნა -
ერთად აწიკწიკებულ ათასობით კედლის საათის
სარქველი ათასფრად დაიფანტა იატაკზე.
სკოლის გაცდენა აღმოჩენად მივითვალე.
აქ დროები არეულია,
დედამიწის განედიც და ორი პოლუსიც,
ჰორიზონტი,
პორალური ღამეებიც, ამ ოთხ კედელს შორის მოთავსდა.
არჩევანმა გვერდით ჩაიარა, ღარიბულ ქოხში დასახლდა.
ჰო, ჩვენ გვქონდა მრგვალი, ყვითელი
თუ კი გაქვს ერთი. რა საჭიროა,
მეორე თან ისიც კედელზე, ისიც გაკრული.
კლდე სიტყვების იქეთ დიდი ტრამალია,
გაბედავ, გახვალ, ივლი და ივლი,
თუ.
თეთრი მგელი თავის ლეკვებს არ ასეირნებს უმთვარო ღამეს,
ბუკნაჭოტი სულებს არ დასდევს ბინდის პირზე
მაშინ.
ისევე პირუკუ დგახარ,
დაგიღამდება.
არადანი ნიშნავს წაგებას.
ცოცხით მფრინავ კუდიან ბებერს,
რომელიც სულაც არ არის უშნო,
ის ბალახების ნახარშს იღებს ყოველ უზმოზე,
გაფუებულ ქალწულივით ტყის ბილიკებზე ფრთხილად მავალ
მონადირეს დაემგზავრება.
სულ არ ადარდებს, ტყის შუაგულში,
ქათმისფეხება მროკავი სახლი,
დღისით-მზისით თუ ცარიელია,
თოკზე ასხმულ სოკოების,
გასახმობ აბზინდა-ბალბების ჩარჩოებში -
სახლს სახლში,
ორგირჩიან ჯაჭვით დაბმულს
საკვამურში ოფოფი ჩაუსახლდა..
მულტფილმში როლი მაქვს:
გზის გადაჭრა -
როგორც სამუზეუმო ექსპონატს,
ხელისგულ მოჩრდილული ვუთვალთვალებ.
უნივერმაღი ცოტა შორია, კარის ბებო კი გრძნობს,
როგორ მიყვარს ახალშენაძანი - თვალს იტყუებს, ყურსაც,
ენასაც.
ოფოფები მორიგეობით: - შენი არ ვართ, წადი აქედან,
შენი არ ვართ, წადი აქედან.
ეგ გუგულია, თან კერამიკა.
გირჩს თუ ჩამოწევ ზარი დარეკს, ეს ნიშნავს რომ წრე შეიკრა.
მრგვალმა ბურთმა ჰორიზონტზე გადაირბინა.
ჩავიბრუნე უკან სიტყვები,
გაზაფხული ჭალებიდან ამოდიოდა,
ჩუმ-ჩუმად და ფურუსულებით.
მზის შუაგულზე, ეზოს გადაღმა,
როცა უეცრად, შემოფრინდა ორი ყვითელი,
გახამებულ ბიბილოთი, გრძელ ნისკარტებით,
ჩამბალ მიწიდან ჭიაღუების ამოკრეფა იწყეს მალიმალ.
კარგის ნიშანი არ უნდა იყოს - თქვა მოხუცმა.
სად იყო აბა, წმინდა ნინო,
წმინდა გიორგი,
ჩვენ ალუბლების აფეთქებაში ვხედავდით ხოლმე,
ან უცაბედად, გარეული ფრინველების შემოფრენაში,
განგების ნებას.
მოულოდნელად, გაუჩერდა
გირჩისფეხება საათი და რა არ იღონა,
ვერაფრით კი აამუშავა.
დიდი ხნის წინათ.

Comments
Post a Comment