Posts

Showing posts from October, 2011

ესმას და რენოს ფერთა ბრწყინვალე დღესასწაული

…იბადება ადამიანი და მასში მარადიულის ხსოვნა, ერთიანობა უსასრულობასთან ცინცხალია. უმეტესობა ასაკის მატებასთან ერთად შორდება მარადიულ ჭეშმარიტს, იძირება შემოგროვილ ჩენჩოში… ჩემი შემოქმედებით სწორედ ამას მინდა შევახსენებდე ადამიანს, რაღაც მივიწყებულს, ძირეულს, ძალიან ნაცნობ-ჩვეულებრივს; არ ვაძლევდე მის სულს პირველადის, ბედნიერის, კეთილის დავიწყების საშუალებას. (ესმა ონიანი) ორი ფერი - ერთი ლაჟვარდისფერი , ზეციური და   მეორე, მცხუნვარე , გადადუღებული მზისდარი მეწამულის ფერი ,   როგორც დედისა და ყრმის გამოსახულება, გამორჩეულ ფერთა ნამდვილი ამობრწყინება ტილოზე და ნიჭიერების , როგორც სულიწმინდისეული მადლის გადმოქცევა – ეს პირველი შთაბეჭდილებაა , რომელიც არ შეიძლება არ დაგეუფლოს, როცა ორ ქართველ , უაღრესად თვითმყოფად , ერთი შეხედვით , და ალბათ , ასეცაა , მხატვრული სკოლის განსხვავებულ წარმომადგენელს შეხვდები , ისევ და ისევ უზენაესის ნებით . ის , რაც ამ ორ ადამიანს და შემოქმედს აახლოებს ეს არის თანადროული ეპოქა და ქალაქი – თბილისი . კომუნისტურ და უღმერთო, დ...

გვარის ხე

გენეალოგიასავით 1. სხვენ ის წარმართი ბლუ მეომარი აბჯარ-ასხმული, ებრძვის ობობებს _ რკინის სკივრია დაჟანგული, ბოქლომგაყრილი . ეს ნაჭდევები ღიღილოთა გასცემს ბუნებას, ასწევ და ,   რას არ გადააწყდები:     კვირისტ ავი , თითისტარებ ი , გასაღებებ ი. დაგეროტიპებს სიძველის სუნით, ხის ზანდუკში ჩამოსაქნელ ცვილსა, საკმეველს   დასძინებიათ . აი, ეს არის მამასახლისი საბას ცოლი ს საბედა ს მზითვი. თავწმინდა გიორგის ძველ გავაზს , გორის თავს   სახლ ობ ს საბა მონაგრით. მამა გიორგი, მამის მამა მოსე, იაკობი, არსენა , ლევანი და მათე.   შავ მთას, წინათ რომ კალოს გა ლეწდნენ, ცხვარს და საქონელს თოვლიან ზამთარს კვალში დამდგრები გზას უკვალავენ. მამა გიორგი, მამის მამა მოსე, იაკობი, არსენა , ლევანი და მათე. ჩვილი საბა მღვდელს კალთას დაუგორეს, დიაკვანის ნუსხურ-ხუცურით ა ედგა ენა. 2. საბას მა მის, გიორგის , შიში დადის სოფელში. მრავლისმნახველ ბერდედებს, ხევისბერებს თმათეთრებს დაუხსომებიათ გაუგონარ ამბად,   მთიდან ჩამოუსვლელად, სახლეულთა ყოფას ისიზმრებდა, დილაობით ...