Posts

Showing posts from March, 2013

ვაკუუმი

შენ ერთადერთი შემორჩი ჩემს ვაკუუმში , როცა მე   სიჯიუტით განაყოფიერებული უშიშრად მივიწევ სახელმწიფო დაწესებულების რუხ და უსარკმლო შენობისკენ , დილაობით , როცა მზე , წმინდანივით სისხლგაცლილი წევს გზაზე და იქ , კი დეპარტამენტი მხვდება გამწკრივებული , ხეების მუნჯი ჯარივით და სათითაოდ , ათივე თითს ჩემსკენ იშვერენ : - ამას აკლია , ეს გიჟია ,  და მაგას ჩვენ ხმას არ ვცემთ , გიჟ - პოეტაა , გიჟ - პოეტა . ჩემს ერთადერთ შემორჩენილს , შენ ვაკუუმიდან შეგიყვან მათ ეიფორიისკენ და გავძვრებით , ისე , თითქმის ავგაროზ აცმულ ავთვალ უნახავ თევზს რომ სჩვევია . მე მკლავებზე ხორცი ჩამომიგრძელდა , მე ამ წამებულ მზის სისხლში ჩამოვდნი , ორივე ხელს ვაჯვარედინებ , ჩვილივით გულთან ახლოს გიხუტებ . შენ ჭარმაგი მამაკაცი , თითქმის უთმო , წელში მოხრილი უსქესო ემბრიონი , მეკვრი ცახცახით , თვალდახუჭული და ვაკუუმიდან უკანასკნელ ჰაერს მთხოვ , აჰა , ვიწველი   ჩემს სიჩუმეს...

ჩემო პატარა ურჩხულო

ჩემო პატარა ურჩხულო, ჩემი და მთვარის სიყვარული იწყება ასე, უშუქობისას გამწყდარ ღამეებს, პატარაობის, ცაზე თავისით ენთებოდა მთვარე-ლამპარი და ღრუბლების მოძრაობისას, მე მივყვებოდი საკუთარ გრძნობებს, რადიოს დიჯეების ხმას და გემოვნებას, და ნავთის ლამპას ვღალატობდი ფანჯრის რაფაზე, შემომჯდარი, ესეც ჰგავდა მაშინ გაფრენას. ჩემო პატარა ურჩხულო, მე გაგიმხელ ერთ საიდუმლოს, გაზაფხულზე, როცა ვარდებმა გაიშალეს სისხლის კოკრები, მე პირველად დამეწყო ციკლი და ეს წესი, მოულოდნელი, აუხსნელი ჩემი პირველი ისტერიკის გახდა საბაბი. მაშინ ვტიროდი, და ცრემლებიც იყო მარილის სისხლის ტბაში ჩამდნარის და დამლაშებული ქალწულობის. შენ ახლა იცი, შუაღამისას, თვეში ერთხელ, თვალდახუჭული ვდგებოდი ღამით, ახალ მთვარეზე, მივყვებოდი ხმას, ქარის მსგავსად, ჩემს სახელს რომ მიმღეროდა, და მივყავდი მდინარის პირას, ჯებირებზე მაღალ ლოდებთან, და მე სიყვარულს ვეცემოდი, ძილში, არ მახსოვს, უნახავივით, მე ვითლიდი ხორცმეტებივით მთელ სხეულზე წანაზარდებს და ვარიგებდი უსასყიდლოდ, ის კი ძღებოდა, ძღებოდა და მაინც ვშ...