ჩემო პატარა ურჩხულო
ჩემო პატარა ურჩხულო,
ჩემი და მთვარის სიყვარული იწყება ასე,
უშუქობისას გამწყდარ ღამეებს,
პატარაობის,
ცაზე თავისით ენთებოდა მთვარე-ლამპარი
და ღრუბლების მოძრაობისას,
მე მივყვებოდი საკუთარ გრძნობებს,
რადიოს დიჯეების ხმას და გემოვნებას,
და ნავთის ლამპას ვღალატობდი ფანჯრის რაფაზე,
შემომჯდარი,
ესეც ჰგავდა მაშინ გაფრენას.
ჩემო პატარა ურჩხულო,
მე გაგიმხელ ერთ საიდუმლოს,
გაზაფხულზე, როცა ვარდებმა გაიშალეს
სისხლის კოკრები,
მე პირველად დამეწყო ციკლი და
ეს წესი, მოულოდნელი, აუხსნელი
ჩემი პირველი ისტერიკის გახდა საბაბი.
მაშინ ვტიროდი, და ცრემლებიც იყო მარილის
სისხლის ტბაში ჩამდნარის და დამლაშებული
ქალწულობის.
შენ ახლა იცი,
შუაღამისას, თვეში ერთხელ,
თვალდახუჭული ვდგებოდი ღამით,
ახალ მთვარეზე, მივყვებოდი ხმას,
ქარის მსგავსად, ჩემს სახელს რომ მიმღეროდა,
და მივყავდი მდინარის პირას,
ჯებირებზე მაღალ ლოდებთან,
და მე სიყვარულს ვეცემოდი, ძილში, არ მახსოვს,
უნახავივით, მე ვითლიდი ხორცმეტებივით
მთელ სხეულზე წანაზარდებს და ვარიგებდი უსასყიდლოდ,
ის კი ძღებოდა, ძღებოდა და მაინც ვშიოდი,
მაშინ, როცა ჩემი მშობლები წვებოდნენ
ისე, რომ შიოდათ და მუცლები უჭრიალებდათ,
გაუზეთავი ეზოს კარივით.
ჩემო პატარა, ურჩო ურჩხულო,
მჯეროდა მაშინ,
გზაში იყავი, და მწამდა, როგორც
რელიგია ცხადში ღმერთად აცხადებოდი,
თურმე წარმართის ცრუ რწმენისთვის
წმინდანივით ვითმენდი ამდენ გველისგან გესვლას,
და ამიტომაც, თაბაშირის კერპის მსგავსო,
მიწაზე კრძალვით დაგანარცხე, ასე გაგიშვი.
ჩემი და მთვარის სიყვარული იწყება ასე,
უშუქობისას გამწყდარ ღამეებს,
პატარაობის,
ცაზე თავისით ენთებოდა მთვარე-ლამპარი
და ღრუბლების მოძრაობისას,
მე მივყვებოდი საკუთარ გრძნობებს,
რადიოს დიჯეების ხმას და გემოვნებას,
და ნავთის ლამპას ვღალატობდი ფანჯრის რაფაზე,
შემომჯდარი,
ესეც ჰგავდა მაშინ გაფრენას.
ჩემო პატარა ურჩხულო,
მე გაგიმხელ ერთ საიდუმლოს,
გაზაფხულზე, როცა ვარდებმა გაიშალეს
სისხლის კოკრები,
მე პირველად დამეწყო ციკლი და
ეს წესი, მოულოდნელი, აუხსნელი
ჩემი პირველი ისტერიკის გახდა საბაბი.
მაშინ ვტიროდი, და ცრემლებიც იყო მარილის
სისხლის ტბაში ჩამდნარის და დამლაშებული
ქალწულობის.
შენ ახლა იცი,
შუაღამისას, თვეში ერთხელ,
თვალდახუჭული ვდგებოდი ღამით,
ახალ მთვარეზე, მივყვებოდი ხმას,
ქარის მსგავსად, ჩემს სახელს რომ მიმღეროდა,
და მივყავდი მდინარის პირას,
ჯებირებზე მაღალ ლოდებთან,
და მე სიყვარულს ვეცემოდი, ძილში, არ მახსოვს,
უნახავივით, მე ვითლიდი ხორცმეტებივით
მთელ სხეულზე წანაზარდებს და ვარიგებდი უსასყიდლოდ,
ის კი ძღებოდა, ძღებოდა და მაინც ვშიოდი,
მაშინ, როცა ჩემი მშობლები წვებოდნენ
ისე, რომ შიოდათ და მუცლები უჭრიალებდათ,
გაუზეთავი ეზოს კარივით.
ჩემო პატარა, ურჩო ურჩხულო,
მჯეროდა მაშინ,
გზაში იყავი, და მწამდა, როგორც
რელიგია ცხადში ღმერთად აცხადებოდი,
თურმე წარმართის ცრუ რწმენისთვის
წმინდანივით ვითმენდი ამდენ გველისგან გესვლას,
და ამიტომაც, თაბაშირის კერპის მსგავსო,
მიწაზე კრძალვით დაგანარცხე, ასე გაგიშვი.
Comments
Post a Comment