Posts

Showing posts from September, 2015

***

Image
ერთმანეთს ისე ვათვალიერებთ, ვითომ ლუვრის ექსპონატები ვიყოთ. აღარ გვახსოვდეს, რომელ ზღვის ფსკერზე აღმოგვაჩინეს, ვინ ვართ, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვათვალიერებთ, ვზვერავთ შორიდან, ვწონით, ვაფასებთ. ერთმანეთში ვმოგზაურობთ, ვიდრე ერთმანეთს ვეზიარებით. არც ერთი სიტყვა, რომ არ გვითქვამს, ჯერ, მხოლოდ გამარჯობაა ჩვენს შორის ხიდად. როცა საკუთარ მზერას წავაწყდები, სადმე, საიდანღაც, თითქოს შენ მიყურებდე, თითქოს მე ვუამბობდე შენზე ჩემსავე თავს, თითქოს სარკე იყო შენ, მე გირეკლავდე. და როცა მტკიოდეს, შენი სახელი მახსენდებოდეს, და როცა მენატრები, გფიქრობდე, უმალ მიამდებოდე.

მაისისთვის 1, გოგონა საათის კოლოფში

Image
მოგმართავთ , თხოვნით – მამებს , ბიძიებს , პაპებს თუ გნებავთ , მამინაცვლებს , ნუ ააშენებთ სოფლის შუაში , მაღალ სახლებს , კოშკების მსგავსებს , ლამაზებს , ავთვალ უნახავებს . ნუ ააშენებთ , უკარ - ფანჯრო ბეტონის კედლებს , ყრუ სოფლელების დასაბრმავებლად . „ დიდ ხანს თუ ერთხელ , მე ვცხოვრობდი კედლის საათში , გუგულივით . კოლოფის კარი იღებოდა ყოველსაათში , საათში ერთხელ , გამოვდიოდი მთელი სოფლის დასანახავად – გუ , გუ , გუუ . გამოვდიოდი და სოფელი თვალებს ითხრიდა . ხუთ წუთში უნდა მოესწრო და სოფლის ყველა გიჟს , მოეხადა ქუდი , უნდოდ პირჯვარი გადაეწერა . მოეღერა მუშტი , ტუჩები მობრეცვოდა , დუში გადმოსვლოდა . ყველა მკვდარი ჩაივლიდა თეთრი ნისლივით , ყველა მექორწილე სიგნალებით თავს მიბრუებდა . მე არ ვიყავი ამ სოფლისთვის , სოფლის ბრუნვისთვის , მხოლოდ ჭვრეტა მევალებოდა . კოლოფში კი ვცხოვრობდი მშვიდად : ძველ სტამბებში დამცხვარ წიგნებთან , ომის მაუწყებელ ორარხიან ტელევიზორთან , შინაურ ფრინველთან ,...