***



ერთმანეთს ისე ვათვალიერებთ,
ვითომ ლუვრის
ექსპონატები ვიყოთ.
აღარ გვახსოვდეს, რომელ ზღვის ფსკერზე
აღმოგვაჩინეს,
ვინ ვართ, როდესაც ჩვენ
ერთმანეთს ვათვალიერებთ, ვზვერავთ
შორიდან, ვწონით, ვაფასებთ.
ერთმანეთში ვმოგზაურობთ,

ვიდრე ერთმანეთს ვეზიარებით.

არც ერთი სიტყვა, რომ არ გვითქვამს, ჯერ,
მხოლოდ გამარჯობაა ჩვენს შორის
ხიდად.
როცა საკუთარ მზერას წავაწყდები, სადმე,
საიდანღაც,
თითქოს შენ მიყურებდე,
თითქოს მე ვუამბობდე შენზე ჩემსავე თავს,
თითქოს სარკე იყო შენ, მე გირეკლავდე.
და როცა მტკიოდეს,
შენი სახელი მახსენდებოდეს,
და როცა მენატრები,
გფიქრობდე, უმალ მიამდებოდე.


Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო