Posts

Showing posts from May, 2017

მანანა კვირტია - (ნატა ვარადას პოეტური კრებულის „გამრავლების ტაბულა“ მიმოხილვა)

მანანა კვირტია ლექსი თვითონ წერს... (ნატა ვარადას პოეტური კრებულის „გამრავლების ტაბულა“ მიმოხილვა) დღემდე ვერავინ ახსნა, როგორ იბადება პოეზია, მიუხედავად მრავალი ტრაქტატისა. არც შთაგონების ჯადოსნური მექანიზმის არსი შეუცნია ბოლომდე ვინმეს. პოეტებმაც სცადეს, მაგრამ ამაოდ. „მე არ ვწრ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს“... - წამოსცდა ტიციანს. შემოქმედებითი საწყისის ამოუხსნელ ენიგმას ანტიკურ სამყაროში მუზების არსებობას უკავშირებენ. მხატვრული განჭვრეტის მექანიზმის ძიებისას მარსელ პრუსტი ჩვეულებრივი მოკვდავის მზერით აკვირდება თვით ავტორს: „პოეტი იმ საგნების წინაშე რინდდება, სოლიდური ადამიანის ყურადღებას რომ არ იმსახურებს, ასე რომ, ვერ გაგიგია, რას უყურებს ასე ხანგრძლივად, მზერა ხისათვის რომ გაუშტერებია“. ლიტერატურის ისტორია ამგვარი დაკვირვებებით ძალზე მდიდარია. თანამედროვე ლიტერატურული პროცესის კვლევისათვის საინტერესო მასალას გვთავაზობს ნატა ვარადას პოეზია, რომლის ენიგმურ პლასტებში აშკარად იკითხება ლექსის მქნადობის ირაციონალური საწყისი. ნატა ვარადას მხატვრული სახეები სპონტანურად ა...

ჰერეთი. ქურმუხი. ალიბეგლო. ქათმისხევი. ნადირთმწყემსი. კახი. თამარის ხიდი

Image
ნატა ვარადა ჰერეთი . ქურმუხი . ალიბეგლო . ქათმისხევი . ნადირთმწყემსი . კახი . თამარის ხიდი ერთ დღეს გაიღვიძებ და ეგ არი . მთავარია , ბიომეტრიული პასპორტი გქონდეს უბის წიგნაკში . თუ ის ყავისფერი ტყავის გაქექილი უბის წიგნაკი 100 წლისაა და პაპის ნაქონია, და თან პაპა, კიდე აგერ მთელი 30 წელია აღარ არი , მაშინ, მით უმეტეს . ერთი გალავანი ერტყა კახეთ - ჰერეთს , ადრე . ეს გალავანი არის ყვარლის ერთ სოფელში , ჭიკაანში , კარგად ბლომად და სიგრძე - სიგანეზედ . იმ ადგილებს გალავნებს ეძახიან ადგილობრივები დღესაც კი და საქეიფოდ დადიან ბიჭები , როცა შერიგების დღეა ან ჯარიდან ჩამოდის ვინმე , მაგრამ ერთხელ, კლასელებმა სკოლის დამთავრების 10 წელი აღნიშნეს, და იქ ერთ პოლიციელს გაუვარდა პისტოლეტი და მოკლა , საგვარეულოში ერთადერთი დარჩენილი ძე, და მაშინ ეს გალავნები თითქოს ისევ გაუქმდა , ხალხის თვალსა და მეხსიერებაში . „გამარჯობა , გამარჯობანა“ - მქონდა ასეთი თამაში ადრეულ ბავშვობისას . ეს არცთუისე უსაფრთხო ...