Posts

Showing posts from 2020

თამარელა წოწორია - ,,ადამიანებს ვერ გავექეცი" - ნატა ვარადას საფიქრეთი

Image
  თითქოს ერთი გაბმული მელოდიაა. პოეტის შემოკლებული გვარი, ლამის ფსევდონიმად ქცეული - ვარადა,  ჩერქეზულად თურმე სიმღერას ნიშნავს. სამეგრელოსა და აფხაზეთში (ნაწილობრივ რაჭაშიც) გავრცელებული მისამღერი „სივარადა“, ითარგმნება - „ჩემი სიმღერა“, „სივარადა ვარადა“ კი როგორც - „სიმღერავ, ჩემო სიმღერავ“.ნატა ვარადა ადამიანზე მოფიქრალი პოეტიადა  ყოველი ლექსის სტრიქონი ადამიანს მიემართება.   მის ლექსებში დევს პოეტის კრედო: ადამიანებს ვერ გავექეციო! ნატა ვარადას პოეტური შემოქმედება „სიშორის არსიდან“ ადამიანებამდე მოტანილი, ერთი ამოსუნთქვით ამონამღერის ასოციაციას ქმნის, რომელიც მოსმენას, ხმაზე ხმის დადებასა და გულის ხმის მიყოლას იმსახურებს.  ნატა ვარადას მიმართავს მკითხვლსა: „ანუ მამრავლებ?! მითხარი: მე ვარ შენთან მოლაპარაკე“ დიახ, უნდა ვამრავლოთ პოეტური ესკიზებით შეფაქიზებული მისი ნაფიქრ-ნამუშაკევი, მკითხველის გულამდე უნდა მივაცილოთ ეს მეოთხე  კრებული - „გამრავლების ტაბულა“, რომელიც ალ. ორბელიანის საზოგადოებამ და ჟურნალმა „ჩვ...

როსტომ ჩხეიძე ბეთლემის ათინათი

Image
როსტომ ჩხეიძე ბეთლემის ათინათი (ნატა ვარადას პოეტური კრებული „ერთი საათით გვიან") ღამის ბეთლემიც და გამოქვაბულის თავზე ვარსკვლავიც , წერტილივით მიბნეული , ქრისტიანთათვის ნაცნობზე ნაცნობი პეიზაჟია , მოუნათლავი დრო - ჟამის სიღრმიდან ამოკაშკაშებული და რაღაც დიდი ფერისცვალების მაუწყებელი . თუმც ეს ხილვა მოჩვენებითიც შეიძლება აღმოჩნდეს და გულისგულში გამოტარებულიც - ამა თუ იმ პიროვნების რწმენის სიმცირისა და სიღრმის შესაფერისად . *** ვინ აკვირდება ამ სურათს - ღამის ბეთლემსა და გამოქვაბულის თავზე წერტილივით მიბნეულ ვარსკვლავს ? ვის მოუნდომებია იმ საიდუმლოსთან ზიარება , მაინცდამაინც იქიდან გამოწურვა საკუთარ ხილვათა საზრდოსი და მასზე ლირიკული განცდებისა და განსჯის ამოშენება ? ამჯერად ეს ნატა ვარადაა . ერთფეროვნებას , უსახურობას გამორიდებული კიდევ ერთი პოეტი . კიდევ ერთი საიმედო სახელი . და ეს - ასერიგად აბურდულ რეალობაში , როდესაც ძალაუნებურად გიმძაფრდება ეჭვი , თუ ეყოლება ჭეშმარი...