ნატა ვარადა ამბავი ბესო სოლომანაშვილისა, რომელიც „საბას“ სიაში მოხვდა, გაიმარჯვა და გადარჩა „სპარსეთში კი არა, რუსეთში ვართ, რუსეთში! სადაც რუსის სისხლი დაიღვრება და სადაც რუსის სამხედრო დროშა ჰფრიალებს, ის ქვეყანაც ჩვენია-მეთქი!” „ლამბალო და ყაშა”. მიხეილ ჯავახიშვილი. 1925 წელი თანამედროვე ქართველი მწერლის, სცენარისტის ბესო სოლომანაშვილის რომანი „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“ (სულაკაურის გამომცემლობა) პრემია საბას აიღებს 2020 წელს. ეს მწერლის პირველი საბაა. „ბაბუა მყავდა დრაკულა“, წააწერა კანდელაკზე კორპუსის სადარბაზოს კარს უცნობმა ბიჭმა და ამით, დანარჩენ საბურთალოებს გზა მისცა, დროა აღიარებისა და სიმართლის თქმისაო. თუმცა ვინ დაუჯერა?! ეს ამბავი ნამდვილად მოხდა და თუ მოგიწევთ გასვლა გაგარინის ასახვევში, კედელს შეხედეთ. ნახავთ. ამ კედლის წარწერის ფსიქოდელიური გაგრძელება მეორე კორპუსზე იქნებოდა „ბაბუა მყავდა კულინარიო“, მაგრამ ეს თბილისის უახლოესი ამბავია და ჯერ ისტორიული ანალიზისთვის მომწიფებული როდია, ამიტომაც დუმილი მ...
Posts
Showing posts from May, 2021
- Get link
- X
- Other Apps
დაბრუნების სიმღერა ნოე მითია, მის გარეშეც შეგიძლია ორმოცი წელი უდაბნოში იხეტიალო და მირაჟების გჯეროდეს, შენთვის, თუმცა გარშემო შიმშილისგან გაავებული კაცები ჭამდნენ საკუთარ ხორცებს. სახლების წინ ერთჯერადი ნემსები ეწყოთ, ქვიშის გენერლებს არ გააჩნდეთ ნამდვილი ვნება გაჰყვიროდნენ დუნიებს მიღმა სახელს „იესო“ და ექოების რწმენას მარხავდნენ. ამიტომაც, სოფლის სახლში დაბრუნება, ზღვის გახსნაა და ბავშვობის გახსენება - სამოთხე. აქ, არაფერი არ შეცვლილა, თუ არ ჩათვლი, რომ მშობლები, ახლა შვილები, და მაგიდაზე ვისკის გრაფინებს ბუფეტისკენ აუნაცვლიათ - საიდან გაჩნდნენ წნევის აპარატი, შაქრის საზომი, წამლები გულის... თუმცა ახლაც, 40 წლის შემდეგ, აქ უამინდობას შუქის წასვლა უდრის, და მაისის სეტყვებს მიწის კაცების ჩუმი გოდება. ან რა სიტყვით აღწერ, ნოემბრიდან რომ ელოდები, ამოდის ხორბლის მწვანე ჯეჯილი და ელია ისე გისეტყვავს, გულს გიფლეთავს ყინვის ბურთები. შუაღამისას, უშუქობა ნიშნავს წყვდიადს, მე ვიხედები პალმების ბაღში, მოდის და ჯდება დიდი ფრინველი, ორი წუთი ერთმანეთს ვზერავთ: მერე მოწყდება ტოტს და ინთქმება...