Posts

Showing posts from November, 2022

მაქმანები

Image
გამოდებული ვარ , ცასა და მიწას , სიყვარულის გაქრობის , გახლავართ ჯადოქარი ... არა , ოჰ , არა მორჩენისა , დაამების , ანაც დრამების , პირიქით - გაქრობის . როგორც ცირკის კლოუნი , ბაც , ბაც , საახალწლო ნომერი - სიყვარულის გაქრობა ერთი ხელის მოსმით . გულძმარვაა ერთად ჰაერის შესუნთქვა - მაინც რა საუცხოო ამბავი გამოცხვა . მე ვითომ შენთვის დავიბადე და გადაგედე სისხლნაკლებობად . დეკემბრის ჩუმმა გათენებამ როგორ ფრთხილად შემოიხედა გადახსნილ ფარდების ხავერდის ღიობიდან - ერთად თენდებოდა - ვითომ . და ვინმე თუ მოვა , ფრინველივით აფართხალებული გულით , მაშინ , ფეხისწვერებზე დავდგები , და არა ყირაზე , ხელებს მოვხვევ , მის ზურგს უკან გადავიხედავ , რადგან ყველა ბიჭს , თან აფრასავით მოყვება ერთი გოგო , ერთი გულისწყვეტა - იალქანივით , არც ერთ მომაკვდავზე ფეხით არ შევდგები , თუნდაც ფეხისწვერებით . შენ მოგქონდა ხელისგულებით უმძრახის წყალი და მე პირში ჩავიგუბე , დაე , ეს სნეულება იყოს ...

რუსები შვილებით თბილისში

Image
  როგორ ვსუნთქავდი ამ ქალაქში უშენოდ, პოეზიის და წერის გარეშე, ბედნიერებას შეთავსებით - შენ კი მაპატიე. ამასობაში, ათასი რუსი ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა ქალაქის მთავარ ქუჩების გადაკვეთაზე, ზებრაზე, შუქნიშნებთანაც, თან სულ ქერაულვაშით, სპორტული აღნაგობით, ღია ცისფერი თვალებით პატარა აჩიკუდა გოგონებით - მელაკუდები, ნაქსოვ, ლამაზ ქვედაკაბებში. ესენი იყვნენ, აფხაზეთის მარადმწვანე ტყეებში, აყვავებულ   მაგნოლიებში, მწიფე ფორთოხლებში, მარილიან შავ ზღვაში ჩვენ შავტუხა ბიჭებს რომ ხოცავდნენ?! ესენი არ იყვნენ?! თუ ესენი იყვნენ, მაშინ როგორღა ახლა, როგორც ყვავილები, უჭირავთ ხელებით პატარა გოგო-შვილები. რატომ მოდიან ეს რუსი კაცები ძველი თბილისის ქვაფენილებზე, თან გამოუწვდიათ პატარა მელაკუდები, ხორბლისფერა მხიარული ბაიები. მივხვდი, მათ სურთ პატიება გამომთხოვონ. როგორც მე შენ, როცა ერთხელ დავიბრალე, რომ უდარდელად შემეძლო ამ ქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თვალი ამერიდებინა გაძინძგლული კაცისთვის, როცა ის სკოლის მოსწავ...