რელიეფი „პიეტა”

ეს დღეც გადავიდა ყირამალა,

მკლავები ერთმანეთზე გადახიდე -
ქურუმმა აღსავლენი მოიხადე,

თუ ეს ქალწულობა სახადია.

მზის გარდა ვერც ვერავინ შეამჩნია.

სანამ მიწისმიღმა, ცხენის ძუას

გამოგაბამენ და თმით გათრევენ

შენ უკვე ცათამიღმა გადასულხარ,

სურვილს უკანასკნელს შეუსრულებ

მამას, აბა რაა, ნაბოლარა.

მზერა მიღმიერში გადამალე,

მოხუცი უცინარი ვითომ ფშვინავს,

შენი იარაღი - ჩუმად ყოფნა,

ყველა დანარჩენი განზე დარჩა,

არცერთი ბგერა აღარ დაგცდა,

კვარცხბეკზე თმა რომ გაიშალა,

თითქოს ბაღს ატამი აუყვავდა,

პირველი მზის სხივი მოშიშვლებულ

ოქრომკერდს დაეცა,

უეცრად და

სასახლის ცისარტყელა კარიც გატყდა.

ბოლოქანქარა ბიჭო-გოგიები, მოლაღურებია

სამოთხის ჩიტები, დანარჩენნი

გალობენ,

გალობენ,

დილაა და

ზღვათა და უდაბნოთა

ქართა ქარიშხალთა

მიღმა

კიდევ ერთი ნაბოლარა

ტაძრის მელნისფერ მარტოობას

საკმევლის კვამლით მალავს:

შენ უკვე ცათამიღმა გადასულხარ,

ყვითელი ზამბახები

დამშრალ გუგებიდან ამოდიან -

მეომრებს დასახევი რაღა დარჩათ.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო