Sacrkal nirvana

ორ დღეს პირი არა მბანა

დედამა ჩემმა.

ყველა გვერდს მივლის

გვერდს ჩამივლის არავინ.

გათოვდა.

მთა ალუბლად აყვავდა.

ამ ღამის დღესა

გამასწარი.

პატარ-პატარა ბიძგებით,

დიდი სიკვდილები დამიმსხვრიე,

პრიმიტიულად და ყირამალა.

ორ დღეს პირი არა მბანა

დედამა ჩემმა

ყველა გვერდს მივლის

გვერდს ჩამივლის არავინ.

მინდოდა მტერი –ადამიანი.

აგურის სახლების,

ყველა საბუხრის

მოჩვენებას

გლამურ-გამურულ ჟესტებით გაეშვი

თვალები ამდის შუბლზე

ან ზურგზე ხელად მაჩნდება.


დამცინ-მხარხარებს,

ყველა კატა და ყველა ძაღლი,

გამზრდელ ვიტამინებით გაჭყეპილი.

რად მინდოდა მტერი -

ადამიანები?!

კედელ-კედელ.

ორ დღეს პირი არა მბანა

დედამა ჩემმა

ყველა გვერდს მივლის

გვერდს ჩამივლის არავინ.

ჩიხ-ჩიხ,

ახლა უკვე ფრთა აშლილსა

ვეღარც მნახავ, ვეღარც გნახავ.

ამ ქალაქის გზები

აღმართ-დაღმართისა,

დაივიწყე.

რა კარგია, ჩაესახლე ახალ სამყაროს,

შეხვედრის შიში

გადამფრენ ჩიტებს გადაყვა,

სული სულ.

რა უთავბოლოდ

ერთმანეთში ვიკარგებოდით

სულ-სულ


ჩიხია.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო