მაიას და ესმას
ო, რა აღარ დამთავრდა ეს დღე,
რა არის ასეთი გაწელილი.
ცომის მატარებელს ხელს უქნევს და დერეფანში გაწოლილა
სრიალა თევზი.
რომ არ იყვნენ ესმა ონიანი და მაია სარიშვილი
მითხარი ვინ ამომაცილებდა იმ უდაბურ კიბეებზე,
არაბულ ეზოში?
გზაზე მომდევს ხოლმე იუდა, ხმით მხოლოდ:
ნიზაა, ნიზაა.
მე კი თავშიშველი გამოვრბივარ და სამახსოვროდ
ვუტოვებ ნატერფალთ.
ის, ალბათ, მუხლზე დაცემული მოხოხავს და
მომდევს.
მოფხოჭნის მიწას ათასსაუკუნოვანი დაუჭრელი შავი ფრჩხილებით.
რა ამომიყვანდა,
ამ ჯურღმულებიდან რომ არ ყოფილიყვნენ ეს ხატები - ლექსები
ჩავიხედები მიკროსკოპში
და თეთრი სტუმრების დასახვედრად გავემზადები.

Comments
Post a Comment