რომ შენ გამზარდო..
იქნებ ოდესმე შენც გამიგო,
ეს ჩემეული ღამეები
უდაბნოს მსგავს სიჩუმეში როგორ ვახვიე.
რა აღარ ვქენი
ტკბილი ცოდვა, მუდმივ ლოცვისას
თავგანწირვად საკუთარ სულს სასულემდე ამოვუყვანე,
მხოლოდ შენ შეძლებ,
ეს მარტოობა დაბადებიდან
რომ არ მომცილდა
ააფრინო ზეცის კარამდე -
მხოლოდ შენ შეძლებ, ჩემო პატარა,
ჩამისახლდე და განდევნო ჭამდე,
უძირო მოლოდინით
თუ გინდა.
თუ გინდა
ეგვიპტეში დაგმალავ,
თუ გინდა
მიგცემ იუდეველთ.
თუ გინდა
ჯვრამდე აგიშვებ,
თუ გინდა,
გახდი მათი ღმერთი,
თუ გინდა
ოღონდ ჯერ მეშვილე.
Comments
Post a Comment