არაბული გაზაფხული
არაბული გაზაფხულის მინიატურა
ნინა პავლოვნას
ჩადრის ნარღვევები იხსნება, მრავლდება.
ჯიუტი დუმილით
ჩამოვკრეფ ტკბილ-მსხვილ ხურმას, მინდვრის ყვავილებს.
ფუტკრების მტვერით ვიღებავ თითებს.
სახელდახელოდ დათავისების რიტუალია,
შემოგხვდები,
მერამდენე ღამეს დავწვებით ზურგით.
გიწუნებ ახალცოლის თვალებს შავსა და ცბიერს,
ის ჯერ კიდევ ბავშვია.
შემოუსვლელი საშვილოსნოთი მკვახე ნესვის
მსგავსი.
ჩადრის ნარღვევებს ნაკერები უმსხვილდებათ,
ჯვრებს გავაკეთებ, დავწნავ გვირგვინებს ვარდკაჭაჭების
ძღვენს და საფასურს
საქანელაზე ქანაობით გავფანტავ ველად.
მუცლით ცეკვისას მესამე ცოლი იკრეფს თეძოებს.
მახსენდება, ვერცხლის აიაზმით გამნათლეს.
შენ კი სჯულისგან განმაგდე, ძაღლთა პირო.
მეათასე ღამეც იქნება თეთრი, არაბული გაზაფხულისა.
გადმოაბრუნე ხელისგულები,
ქვები კი გულზე.
გარიჟრაჟისას, როცა პირველი მგალობელი გამო-

იღვიძებს,
სისხლიან ჩადრ შემოძარცვული ჩამოვივლი
სისხლიან ჩადრ შემოძარცვული ჩამოვივლი
მთავარ ქუჩაზე.
გოგონები ითხოვენ დედას, ვიდრემდე დავავიწყდები,
ვაჟი კი დედინაცვლის ცისფერ აბრეშუმს კემსავს,
სათევზაო ბადეს აკერებს.
სხვა დროს დედაბერს თეთრ შიფონით
უდაბნო ათრევს.
მირაჟი ვარ. მივცურავ ცაზე,
გადახსნილი აღმოსავლეთი მწიფე ატამია.
სისხლმბადი ქსოვილი ვფათურობ შორეთში.
ქვიშის სინესტე ტანში გცრის.
აღმოსავლეთს მზედ ამოვდივარ.

ეს არაბული გაზაფხული.. იქნება მალე.
Comments
Post a Comment