სტალაგმიტები - „ კვიპაროსები“ მზის ჩრდილში
ფლეიტისთვის
პირველი
ჯოჯოხეთისკენ მიქნია პირი,
აჰა, ესეც შენი სამოთხე -
მხარი ამექცა - არადანი არის მარტივი,
დიდხანს წყალში მდომიარეს,
ხავსიან პირით
ამდევნებია მცურავთა ურდო.
აჰა, მეც გხედავ,
ცხრაკლიტულის მლეწავი შუბით,
ნუ ამომიყვან.
რა მედგომება ედემ-ბაღში,
სულს მარტოდშობილს.
თუ გამაშიშვლებ, ძვალზე ტყავი,
თუ მამხილებ და ვის გააკვირვებ?!
გინდა შემომმოსო?!
განა ძენძით დავფარავ ტკივილს.
გინდა ტვირთი განმისუენო?!
ის არის, რითიც მიდგია სული ანუ
სიცოცხლე.
ჟანგიან საქაჩთან, წყალს არ ვითხოვ,
ჭას ჩავძახივარ, უკან ამომძახის:
მიყვარდაა, არ უყვარხარ.
ფლეიტისთვის
მეორე
ეს დღეც გადავიდა ყირამალა.
ძველი ლექსიდან სტრიქონი - სტალაგნატი,
რას მოასწავებს, ვინ იცის, ვინ?
სიზმრები კოშმარები, კომშებივით მახჩობელა.
ჭრიჭინობელას უყვარს ბაყაყი,
გუბის მყარი გაუთავებელი ყავყანით.
გამანაყოფიერე - ბავშვათ მაქციე,
პატარა შემოსახლდა, წყალი ჩადგა,
ცურავს და ჭიპლარით სამყაროს ვმართავ,
სახლში დაბრუნებას ჰგავს მშობიარობა.
მე შენ ახლიდან გაგაჩინე,
და საიდუმლო დარჩა -
ორნი ერთი სიცოცხლისათვის.
ხოლო, როცა შენ აღმოჩნდი უფრსკულში,
გაჩენამდე არსებულში,
უხსოვარი დროის დავიწყებული ამბები
გაიხსენე - მღვიმის კაცო,
მე შენ დაგაბრუნე სასწაულში.
ეს ღამე დღეს ჰგავს, ქალწულია,
ახალი მთვარის შუქით გაბადრულს.
სხვა პლანეტიდან
ამოუცნობი კაც-ფრინველი შელახავს საბურველს,
მთვარე დამრგვალდება..
საშვილოსნოსგარე ორსულს
მზე - ბებია ქალი ნაადრევად ამშობიარებს.
მთვარის წყლებში დაცურავს მიწა
მუდმივად ჩასახული ნაყოფი,
სულ
მომლოდინე და ოდესმე
ისიც ალბათ იმშობიარებს,
კი არადა, დაუსხლტდება მთვარის მომყოლს
და საკუთარ თავს ასე გააჩენს.
ასე დაიბადა პლანეტა დედამიწა,
მთვარის მუცლიდან დაყვა წყალი
ახლაც მომყოლშია და მის გარსში,
რასაც ვერაფრით ვერ გავახწიეთ
ჩვენ ვისახებით.
ღამოობისას უფრსკულ-უფრსკულ გადა
გჩეხავ, მწვერვალებიდან.
ადამიანი-ვირუსის გუგუნი, მილიარდი
წლების ჩამოქცევა. უფსკრულები უხილავად
ნაპრალდებიან, ნაღვენთები კი ტანწვრილ ჰელიქტიტებად.
მოედინება ბუნებრივი წყლები,
მოდდიდება, მთვარის კალენდრით. ანაკოფიის
მღვიმესავით ქალური საწყისი დედამიწაზე,
დატყვევებული. ნებას არ იჩენ. შემო.
ფლეიტისთვის
მესამე
ამ კართან, რამდენჯერ დავყოვნდი,
ბროწეულის ღაჟღაჟა მარცვალო,
ვის რაში სჭირდები, ერთგულების სისულელით
ბროწეულისფრად ანათებ.
მოვასწარი ზღვის გადახილვა,
რთვლობის მაჭარი, ტკბილზე უფრო ტკბილი
ბადაგი და ჩურჩხელებით ვაკრაჭუნე სიბრძნის კბილები.
მინდვრების დავდგი მზებრიალა ყანები, ვლეწე თავთავი.
მოვასწარი რამდენიმე კოცნა ფარულად,
სიყვარულის გაშვება ცხრა,
ოქროს ვაშლების, ოქროს თევზების,
ფეხების ბაკუნით გასხვისებაა. მთა მთას შეხვდა. ანუ
ბუნიობას ვაცხადებ გახსნილად.
ეს შავი მიწის ერთცალა მარცვალი,
ზაფხულის დადგომიდან გვიან შემოდგომამდე
მყარაულობს. ყვავის ყრანტალი.
სახლიკაცის გზავნილია,
სულმა წამძლიოს, გადავყლაპო -
ზაფხულს აქეთ ჰადესს-სასიძოს
დედიმ გვალვ-გლოვით გამომიხმო.
ზევსმა კი ძმასაც ხათრი გაუყო - ტაიგას
სარეცელს ვუყოფ.
ასეა, კაცთა გაღმერთების ჟინს
ქანდაკებებად ნაქცევს, აბა, მოკვდავმა უბრალომ
რას გავუყოფ?!
ზამთრობით ტიალ-ტიალ დამძრალს,
ზაფხულობით - ქალაქის კორპუსთა ლეგიონის გასწვრივ,
დასასვენებლად წამოსულს მღვიმედან
ერთი ბროწეულის მარცვალ გაყლაპულს,
უმთვარო ღამიანს ფანჯრიდან ნაძვის ხით
გაპარვა რა დიდი ცოდვა და ბრალია, დავდივარ წვიმაში,
სანამ მთლად გალუმპულს არ ვნახავ სასურველს,
ათამდე გავითვლი, მილიარდს მოვივლი -
დობილი ნიმფების ჩრდილებს ვეფარები.
ფოთლების კენწეროებს სიყვითლემ დასჯაბნა,
ბალახი ერთიანად თივად ზვინდება,
მე ახლა აბრეშუმის ვარდისფერ ფრთებს
ვკეცავ, მიწას გაფუებული პურის ცომივით
ჩავეკვრები, იაგუნდისფრად გარიჟრაჟზე, ჟრჟოლასავით
დამიდის.
დროებით, უსურველო საყვარელო,
სულთა მორიგემ, ქმარმა არ გაგვიგოს,
ჩვენი ღამეების ვარსკვლავთან
მუცლის ცეკვა. სხვა არც რა.
მომავალ შეხვედრამდე,
ასე უსასრუოდ, ზაფხულო.
პირველი
ჯოჯოხეთისკენ მიქნია პირი,
აჰა, ესეც შენი სამოთხე -
მხარი ამექცა - არადანი არის მარტივი,
დიდხანს წყალში მდომიარეს,
ხავსიან პირით
ამდევნებია მცურავთა ურდო.
აჰა, მეც გხედავ,
ცხრაკლიტულის მლეწავი შუბით,
ნუ ამომიყვან.
რა მედგომება ედემ-ბაღში,
სულს მარტოდშობილს.
თუ გამაშიშვლებ, ძვალზე ტყავი,
თუ მამხილებ და ვის გააკვირვებ?!
გინდა შემომმოსო?!
განა ძენძით დავფარავ ტკივილს.
გინდა ტვირთი განმისუენო?!
ის არის, რითიც მიდგია სული ანუ
სიცოცხლე.
ჟანგიან საქაჩთან, წყალს არ ვითხოვ,
ჭას ჩავძახივარ, უკან ამომძახის:
მიყვარდაა, არ უყვარხარ.
ფლეიტისთვის
მეორე
ეს დღეც გადავიდა ყირამალა.
ძველი ლექსიდან სტრიქონი - სტალაგნატი,
რას მოასწავებს, ვინ იცის, ვინ?
სიზმრები კოშმარები, კომშებივით მახჩობელა.
ჭრიჭინობელას უყვარს ბაყაყი,
გუბის მყარი გაუთავებელი ყავყანით.
გამანაყოფიერე - ბავშვათ მაქციე,
პატარა შემოსახლდა, წყალი ჩადგა,
ცურავს და ჭიპლარით სამყაროს ვმართავ,
სახლში დაბრუნებას ჰგავს მშობიარობა.
მე შენ ახლიდან გაგაჩინე,
და საიდუმლო დარჩა -
ორნი ერთი სიცოცხლისათვის.
ხოლო, როცა შენ აღმოჩნდი უფრსკულში,
გაჩენამდე არსებულში,
უხსოვარი დროის დავიწყებული ამბები
გაიხსენე - მღვიმის კაცო,
მე შენ დაგაბრუნე სასწაულში.
ეს ღამე დღეს ჰგავს, ქალწულია,
ახალი მთვარის შუქით გაბადრულს.
სხვა პლანეტიდან
ამოუცნობი კაც-ფრინველი შელახავს საბურველს,
მთვარე დამრგვალდება..
საშვილოსნოსგარე ორსულს
მზე - ბებია ქალი ნაადრევად ამშობიარებს.
მთვარის წყლებში დაცურავს მიწა
მუდმივად ჩასახული ნაყოფი,
სულ
მომლოდინე და ოდესმე
ისიც ალბათ იმშობიარებს,
კი არადა, დაუსხლტდება მთვარის მომყოლს
და საკუთარ თავს ასე გააჩენს.
ასე დაიბადა პლანეტა დედამიწა,
მთვარის მუცლიდან დაყვა წყალი
ახლაც მომყოლშია და მის გარსში,
რასაც ვერაფრით ვერ გავახწიეთ
ჩვენ ვისახებით.
ღამოობისას უფრსკულ-უფრსკულ გადა
გჩეხავ, მწვერვალებიდან.
ადამიანი-ვირუსის გუგუნი, მილიარდი
წლების ჩამოქცევა. უფსკრულები უხილავად
ნაპრალდებიან, ნაღვენთები კი ტანწვრილ ჰელიქტიტებად.
მოედინება ბუნებრივი წყლები,
მოდდიდება, მთვარის კალენდრით. ანაკოფიის
მღვიმესავით ქალური საწყისი დედამიწაზე,
დატყვევებული. ნებას არ იჩენ. შემო.
ფლეიტისთვის
მესამე
ამ კართან, რამდენჯერ დავყოვნდი,
ბროწეულის ღაჟღაჟა მარცვალო,
ვის რაში სჭირდები, ერთგულების სისულელით
ბროწეულისფრად ანათებ.
მოვასწარი ზღვის გადახილვა,
რთვლობის მაჭარი, ტკბილზე უფრო ტკბილი
ბადაგი და ჩურჩხელებით ვაკრაჭუნე სიბრძნის კბილები.
მინდვრების დავდგი მზებრიალა ყანები, ვლეწე თავთავი.
მოვასწარი რამდენიმე კოცნა ფარულად,
სიყვარულის გაშვება ცხრა,
ოქროს ვაშლების, ოქროს თევზების,
ფეხების ბაკუნით გასხვისებაა. მთა მთას შეხვდა. ანუ
ბუნიობას ვაცხადებ გახსნილად.
ეს შავი მიწის ერთცალა მარცვალი,
ზაფხულის დადგომიდან გვიან შემოდგომამდე
მყარაულობს. ყვავის ყრანტალი.
სახლიკაცის გზავნილია,
სულმა წამძლიოს, გადავყლაპო -
ზაფხულს აქეთ ჰადესს-სასიძოს
დედიმ გვალვ-გლოვით გამომიხმო.
ზევსმა კი ძმასაც ხათრი გაუყო - ტაიგას
სარეცელს ვუყოფ.
ასეა, კაცთა გაღმერთების ჟინს
ქანდაკებებად ნაქცევს, აბა, მოკვდავმა უბრალომ
რას გავუყოფ?!
ზამთრობით ტიალ-ტიალ დამძრალს,
ზაფხულობით - ქალაქის კორპუსთა ლეგიონის გასწვრივ,
დასასვენებლად წამოსულს მღვიმედან
ერთი ბროწეულის მარცვალ გაყლაპულს,
უმთვარო ღამიანს ფანჯრიდან ნაძვის ხით
გაპარვა რა დიდი ცოდვა და ბრალია, დავდივარ წვიმაში,
სანამ მთლად გალუმპულს არ ვნახავ სასურველს,
ათამდე გავითვლი, მილიარდს მოვივლი -
დობილი ნიმფების ჩრდილებს ვეფარები.
ფოთლების კენწეროებს სიყვითლემ დასჯაბნა,
ბალახი ერთიანად თივად ზვინდება,
მე ახლა აბრეშუმის ვარდისფერ ფრთებს
ვკეცავ, მიწას გაფუებული პურის ცომივით
ჩავეკვრები, იაგუნდისფრად გარიჟრაჟზე, ჟრჟოლასავით
დამიდის.
დროებით, უსურველო საყვარელო,
სულთა მორიგემ, ქმარმა არ გაგვიგოს,
ჩვენი ღამეების ვარსკვლავთან
მუცლის ცეკვა. სხვა არც რა.
მომავალ შეხვედრამდე,
ასე უსასრუოდ, ზაფხულო.
ფლეიტისთვის
მეოთხე
ოჰ, ოჰ, ოჰოო.
როგორ მძულხარ, ძმათამკვლელო ომო.
დაცლილ სოხუმის ქუჩებში ყუმბარები სკდება
სამაჩაბლოს
გადამწვარ სახლების სახურავებს
ცეცხლის ენა ტლიკავს -
ცინკის კუბოებში ამოკეტილი საქმროების
ჯვარდაუწერელი, არაკანონიერი
ქვრივი ვარ თუ ,
პატარაობისას მომიკალი მუცელში პეპლები
ტყუპები -
დედობას ვეღარც ეღირსები,
ვერც სამოთხის ჯოჯოხეთს.
საქმროს ასარჩევად
ყინვიან-ბურუსიან ტრამალებს გინდა მახეტიალო,
ქალწულობას გამხმარი ჩონჩხით მაწოწიალო,
აქ დაფნის და ჩირის სურნელია,
სასუფევლის კლდე-კარამდე არ მიმიშვებს ეზოს მსახური,
ექვსფრთოსანი,
ფრთებზე მრავალთვალებსახული.
ორთავ თვალით დაბრმავებული,
ვდგავარ შესასვლელში და უხმოდ, ხელებგაწვდილი,
მოვითხოვ მეტრფეს.
ოჰ, ოჰოო, ჰოო.
ბავშვები მუცელში, მკვდარი პეპლების ორომტრიალში,
ეს დაბადების ცნობისწადილი,
მეხსიერების უჯრედები გადავსილი,
წინაპრებისა და სამშობლოს სისხლით,
მოხუცს რომ წამართვი. 33 წლის დედაბერი,
უკანა კარიდან შეაპარე,
შეხვედრის შიშით ჩადრი ჩამოვიფარე,
ის ახალგზარდა ჭაბუკი, მე - დამჭკნარი
სასაცილო ქოფაკი.
ეს რა პაემანია -
მარადიული ღია ჭრილობა.
შავებით მოსილინი დედა და ბრმა ბიჭი,
ჩქარი ნაბიჯებით, ხელკავით გარბიან.
გადარჩნენ. გადამალე, იჩქარე, მარიამ.
ოჰჰ, ჰოი, ჰოო. როგორ მძულხარ, ომო,
სოხუმის ქუჩების გაზაფხულში დაბადებულს
გწყევლი ქალურ მღელვარებით ერთ ღამეში აყვავებულ ვაშლის ხესთან
ზღვაო მელოდე, მელოდე, მიწისპირს ჩაკრულო,
დახვრეტილ დროშის სუდარით, ჩემთან ჯვარ დაუწერელო,
სამაჩაბლოს გადამწვარი მწიფე ყანების
კვამლში დაგტირი.
აჰა, ჩემი ძღვენი, ათენა,
მშობლიურ მიწას ქალწულებრივი საშო,
მოწყალეო, კურთხეულად გეყოს.
კირილეისონ.
aq rogori განწირული ვარ:(
ReplyDeleteრატო?!:(
Delete:)