წამო, მესია
წამომესია მრავალთათვის უცხო რამ ფიქრი:
ნებით, არძალით, აშვებულ აფთრებს
ლეშზე დაგეშილთ ჩვენს ხორცზე მიყრილთ -
ენა გრძელია ზღაპარში სიყვარულის ალილუია.
დაძღებიან და მინდვრად დაგვყრიან,
შორი-ახლოს ყრუ ორბების ორგია, აჰა, ისინი
ფრთების ფართხუნით გვძიძგნიან ძვლამდე.
სიკვდილის ზეზე გადამტანები, გადატანილებს,
უსულოდ ნაქცევ ქანდაკებებს გაფიჩხულ კანზე შეეხნენ ღამით,
შეეხმიანნენ, მიიწვიეს მსუბუქ ვახშამზე, წითელი ღვინით
უმასპინძლეს და დაღლილებმაც გაუსინჯეს გემო,
ტკბილი სისხლივით.
რა დალევს? ამ ღამეს, ღალატით დაცემის
სუნით, სინანულით ათას ტონა გამხდარს
ერთ ღამეში თავს გადავლილ ათას საუკუნეს რა გამოლევს.
დილით კი ნაგვის ცინკის ბუნკერში,
ხელფეხდამტვრეულ ცვილის თოჯინას,
რა გასაკვირია, დასცხეს და დაიმტვრა,
არავინ იკითხავს, თავისით?! იქნებ ძალით?!
ახლა ნადირობის სეზონი იხსნება,
ასე ეული სულის სულთათანა, მანამდე, ხორცზე
დაგეშილ მონადირეთ, ნებით დანებება.
ლეშივით გდებას არავინ გაპატიებს,
მარეკნი, ბაზიერნი აფთრებს მორეკავენ.
სული გამიწვრილდა, რაღა გავაგრძელო,
Comments
Post a Comment