ჩემი მინიატურული გეიშა
შემოუსვლელი დღეების მიღმა,
როდესაც უცნაურად მომწიფდა მიწა.
ფარნებთან,
ნოემბრის ღამე შლეიფს ბურუსის აფრიალებს,
თეთრ კბილებს აჩენს, და
იმორცხვებს.
თოვლში თეთრად ამოგანგლული,
იღიმება მწვანე უნაბი.
სარკესთან
საკეს მწარე წვენით განვაგრძოთ ხილვა:
უცხონი წითელკრამიტა ნეკერჩხლის სხვენზე
სველი ქოშებით დაბაკუნობენ.
გონგის ხმაც მხოლოდ გზადაბნეულ სულს
გამო იხმობს.
კიმონოს სანამ შევიხსნიდეთ,
წელზე ხუთმაგად დახვეულ ქამრით.
ათამდე ბრუნვა. ფეხის წვერებზე ვტრიალდებით.
ტარაბუაა. იცოდეს ღმერთმა,
გადაჭრილ ხეებს ტანი ზარავთ,
ისე გრძნობენ მკლავებს, წაკვეთილ ტოტებს,
მიწაში ფესვებს - როგორც დარტყმამდე.
სახის ოვალი ალუბლისა, თვალები შინდის,
თმა შავი მურყნის, იშვიათობა.
ალმური აჰკრავს, სადაცაა აღმოსავლეთს -
კანი კაკლის წენგოსია,
ენდროს ღერებით და კურდღლის ბეწვით,
ტუჩზე კონტური ბოლო შტრიხია.
ბავშვების შიშით სჯეროდეთ დიდებს
მუდამ,
თოჯინების ნათელ თეატრში,
სუნთქავენ ჰაერს ხის ფიგურებიც.
გარეთ საკურა-
სამურაი უდარაჯებს მათ ბავშვურ სურვილს.
ფიჭვის სახლებთან ოკეანის ბნელი ძლისპირი ანუ
გოლფსტრიმის დინებები ბოლო დილის კალაპოტს შლიან.
იწყება დასასრულის შეუძლებლობა ანუ
ოკეანის ლოდივით ხავსიანი სიყვარული.
როდესაც უცნაურად მომწიფდა მიწა.
ფარნებთან,
ნოემბრის ღამე შლეიფს ბურუსის აფრიალებს,
თეთრ კბილებს აჩენს, და
იმორცხვებს.
თოვლში თეთრად ამოგანგლული,
იღიმება მწვანე უნაბი.
სარკესთან
საკეს მწარე წვენით განვაგრძოთ ხილვა:
უცხონი წითელკრამიტა ნეკერჩხლის სხვენზე
სველი ქოშებით დაბაკუნობენ.
გონგის ხმაც მხოლოდ გზადაბნეულ სულს
გამო იხმობს.
კიმონოს სანამ შევიხსნიდეთ,
წელზე ხუთმაგად დახვეულ ქამრით.
ათამდე ბრუნვა. ფეხის წვერებზე ვტრიალდებით.
ტარაბუაა. იცოდეს ღმერთმა,
გადაჭრილ ხეებს ტანი ზარავთ,
ისე გრძნობენ მკლავებს, წაკვეთილ ტოტებს,
მიწაში ფესვებს - როგორც დარტყმამდე.
სახის ოვალი ალუბლისა, თვალები შინდის,
თმა შავი მურყნის, იშვიათობა.
ალმური აჰკრავს, სადაცაა აღმოსავლეთს -
კანი კაკლის წენგოსია,
ენდროს ღერებით და კურდღლის ბეწვით,
ტუჩზე კონტური ბოლო შტრიხია.
ბავშვების შიშით სჯეროდეთ დიდებს
მუდამ,
თოჯინების ნათელ თეატრში,
სუნთქავენ ჰაერს ხის ფიგურებიც.
გარეთ საკურა-
სამურაი უდარაჯებს მათ ბავშვურ სურვილს.
ფიჭვის სახლებთან ოკეანის ბნელი ძლისპირი ანუ
გოლფსტრიმის დინებები ბოლო დილის კალაპოტს შლიან.
იწყება დასასრულის შეუძლებლობა ანუ
ოკეანის ლოდივით ხავსიანი სიყვარული.
Comments
Post a Comment