თიხის თოჯინას ძლისპირი
ლურჯი ზღვის ნისლში
მძინარე ვეშაპივით გაწოლილ წითელ გემს,
მწვანე უნაბის თვალებით შევცქერი -
ნესტი დამბზარავს შენს თითებში მოზელილ
თიხას.
ნოემბრის წვიმა თმას, ბაგეებს, პაწია ძუძუს,
სათითაოდ ჩამოგიზიდავს დამბალ მიწისქვეშ -
ასე, მწვერვალებს, ალბათ სტკივათ
თოვლის კაცის სიმარტოვე -
ზვავი კი სოფლის ბინდისფერ დარდებს,
სიჩუმეთი გამოათეთრებს.
მძინარე ვეშაპივით გაწოლილ წითელ გემს,
მწვანე უნაბის თვალებით შევცქერი -
ნესტი დამბზარავს შენს თითებში მოზელილ
თიხას.
ნოემბრის წვიმა თმას, ბაგეებს, პაწია ძუძუს,
სათითაოდ ჩამოგიზიდავს დამბალ მიწისქვეშ -
ასე, მწვერვალებს, ალბათ სტკივათ
თოვლის კაცის სიმარტოვე -
ზვავი კი სოფლის ბინდისფერ დარდებს,
სიჩუმეთი გამოათეთრებს.
Comments
Post a Comment