აული
ხუმრობით საკუთარ სახლს აულს ვუწოდებ და მართობს. უნივერსიტეტის ბოლო კურსზე ვსწავლობ და პრაქტიკას ერთ-ერთ რადიოტალღაზე გავდივარ. ღამის რევიუ ასე ჰქვია გადაცემას, რომელიც მე მომაფიქრდა, რატომღაც და პროექტის სახით დავწერე კიდეც. არ გავჩერდი. გაწერილი ქრონომეტრაჟი რადიოს ხელმძღვანელობას ელექტრონულ ფოსტაზე გადავუგზავნე და პასუხს არცკი დავლოდებივარ, სასწრაფო წესით ჩავიბარგე, მამაჩემის ნაქონ შავ, ტყავაქერცლილი ჩემოდანში. ზღვაზე ჩქაროსნული მატარებლით წავქროლდი.
პირველად არა, მაგრამ მეორედ კი ვნახე ზღვა. ორ დღეში მომბეზრდა. სანაპირო დამსვენებლებისგან წაბილწული და უარყოფილი ხარჭასავით თვალში მეცა. ათი ათასი გამოღეჭილი სიმინდის ტარო და მილიონი მზესუმზირის ქერეჭი მზის ჩასვლისას ბრჭყვიალდებოდა ერთურთში და მოსაწყენ დაისს თვალს ვეღარ ვუშტერებდი. მეორე დღეს, როცა გადავწყვიტე მთელი ზღვის ზოლი ფეხით შემომევლო და ღამის მატარებელს უკან გავყოლოდი, უცნაურ სანახაობას გადავაწყდი. იქ, სადაც მიწა კუდს იქნევს, პეტრას პირველი საუკუნის ციხე-სიმაგრესთან, სუბტროპიკულ პალმებთან და ბამბუკის ჭალასთან, სადაც ზღვა უცნაურ ზოლს აკეთებს და ამბობენ რომ სოხუმს წააგავს, პაწია დელფინი გამოერიყა უშველებელ ტალღას. მესამე დღეა ეს დელფინი ნაპირისკენ მოიწევს, როგორც ჩანს ოჯახს დაეკარგა და აჰა, დღეს საბედისწეროდ, სკუტერის ქვეშ მოყოლილა. ბედნავსი. ზღვით მოგზაურობა საზარი შევწყვიტე, ო, მამამთავარო.
რიბირაბო ტეხდა აღმოსავლეთს ჩემი პაწია ნოუთბუქი რომ გავხსენი და აულის აივანზე მოვკალათდი. კაციშვილი კი არადა, ძე სულიერი არ ჭაჭანებდა ქუჩაში. აკაციებს, როგორც სჩვევიათ აგვისტოს ბოლოსკენ, ყვითელი ყვავილები გაეშალათ და ქალწულებს ჰგვანდენ, რომლებიც ნეფემ ქორწილამდე ერთი საათით ადრე მიატოვათ. მეილი მატყობინებდა სამ ახალ წერილს. ერთი იყო სპამი. ვიღაც შეშლილი ინგლისელი მატყუებდა თავგადაკლული, რომ მე ჩემმა მილიარდელმა შორეულმა წინაპარმა, რომელიღაც ბანკში დამიტოვა მილიონის ნახევარი და ახლა, თუ რამდენიმე ათას ჩავრიცხავ მითითებულ ანგარიშზე, ეს შეშლილი ინგლისელი, რომელიც სავარაუდოდ იმავე ბანკის თანამშრომელი იყო, მომეხმარებოდა აჟიოტაჟის და სკანდალის გარეშე თანხის უკლებლივ გამოტანაში. ეჰ, შეშლილი მსოფლიო. მეორე წერილი ასევე უინტერესო იყო. ადრე, როგორღაც ჩვენი მიყრუებული ქალაქის ლიტერატურულ გამოცემაში პოემა დავბეჭდე. ახლა, ჰონორარზე მთხოვდნენ მისვლას, ტაქსის ფულის აღება ფრიად შემეზარებოდა, ისედაც და ასედაც და მესამე წერილი კი რადიოგადაცემების მთავარი რედაქტორისგან უზომოდ მესიამოვნა, ნეტარებისკენ მიზიდავდა და ერთხანობას გავფიქრდი, იქნებ ჯერ მზე ამოიწვეროს, გამოიღვიძოს ქალაქმა, მერცხლებმა და ასე საერთი ზეიმში გავხსნა მეთქი ახალი წერილი. თუმცა, სანამ რძე ავადუღე, ყავა მოვხარშე და ამ ყველაფერს სავარაუდოდ დასჭირდა ოციოდე წუთი, მზე კიდევ კარგად შორს, ნიუ ორკსა და ტორონტოს შორის ბორიალობდა, ალბათ, გავხსენი და დავხურე ფოსტა.
ასე, 11 საათისთვის მე, ზღვაურ-გამომწვარი თიხასავით აზიდული, ცისარტყელას მომსგავსო გრძელი მოხარშული აბრეშუმის სარაფნით და მოწნული პატარა ხელჩანთით შუაგადაცემის ჩაწერისას სტუდიაში შევიჭერი. უცნაური ის იყო რომ ასე, ოთხმოც წლამდე ასაკის, მოდურად გამოწყობილმა, თეთრთმიანმა მანდილოსანმ, დამინახა თუ არა მიკროფონი გვერდზე გასწია, ზე წამოიჭრა, როგორც მთის შურთხი და ენერგიულად მომაფრინდა. - გილოცავთ, აი, ეს იქნება თქვენი სამუშაო ოთახი, - გვერდით ყვითელ ხის კარისკენ მიმაგდო, მომყვა და მოხურა. აუხსენი, უბრძანა თითქმის, მენტორული ტონით ულვაშა სომეხ მამაკაცს-ასისტენტს და გარეთ გავიდა. - პირველი გადაცემა ჩანაწერის სახით გავუშვათ, შემდეგ კი პირდაპირ ეთერში მოგიწევთ. სომეხი მამაკაცი ძველთბილისურ მოტივებზე ჟღერდა.
*
ძვირფასნო ჩემნო, თანამომსმენნო, სარეკლამო ტიხარსა და მუსიკალურ პაუზებს შორის, აი, ჩვენ კვლავ შევხვდით ურთიერთს, თბილისში თოვს. ბარდნის, ტემპერატურა მინუს ორია, ახალი პრეზიდენტი ბატონი ბბბბბ, ბადრი? არაა, ბბბბ, მოკლედ, ბატონი ბბ ეკონომიკურ საერთაშორისო სიმპოზიუმზე დღეს გაფრინდა. გაგრიდან მოიწერა თბილისის აფრიკაში ოცწელზე მეტ ხანს მცხოვრებმა მარშანიამ, რომ რაც ყველაზე მეტად უხარია, მისმა ქათმებმა კვერცხის დება რომ შეწყვიტეს, ახლა კვლავ გამოცოცხლდნენ და უმატეს წიწილების ჩეკას. ასევე, ნიქოზიდან გვატყობინებენ, რომ იძულებით გადაადგილებულები თუ ვიყავით აღარც კი გვახსოვსო, ისე მოვწყეთო და ჩვენ გპირდებით ჩავალთ აუცილებლად ლიხნის და ახალი ათონის, ასევე სამაჩაბლოს ქართული ეკლესიების მრევლის მოსანახულებლად და გადაცემას პირდაპირ ეთერში ადგილზე გავაკეთებთ.
საქართველოში ბევრი რამ მოხდა და მოსახდენი ჯერ კიდევ ბევრია, ერთადერთი, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემს აულს და განსაკუთრებულ განმარტოებას ვერ დავწერე ჯვარი. იქნებ ესაა სწორედ ჯვარი?! არ ვიცი არა, მხოლოდ ის ვიცი, რომ აულში, სადაც მე ვცხოვრობ, კორპუსს ეგზომ გაწეულს სიგრძე-სიგანეში ცვლილებების დიდი არაფერი ეტყობა. კარს რომ გავაღებ გაიჭრიალებს, მივხურავ მიიჭრიალებს, შემდეგ ისევ რძეს ვადუღებ, ყავას ვხარშავ და გაშტერებული ვწვები საწოლზე. ვიფარებ პლედს და მთელი ღამე შუქს არ ვაქრობ. თვალებგადიდებული გავსცქერი წინასაუკუნის ავეჯს და იშვიათად, ჩემი ქვედა ან ზედა მეზობლის ხვრინვის უნებლიე მოწმე, ვამთქნარებ.
ახლა ჩემს უნიათო, მაგრამ მთავარ საიდუმლოს გაგიმხელ. შუაღამის 4 საათია. წესით ამ დროს ყველა სულდგმულს უნდა ეძინოს. ძველი ხალხისგან გამიგონია, არის დრო, ღამის ოთხი-ხუთი საათი ძილშია მთელი დედამიწა. მაგ დროს ეს მთავარი ხომალდი ანუ დედამიწა, თავისი ღერძის გარშემო ბორიალს წყვეტს და ჩერდება. ერთი წამით ან უფრო ნაკლებ დროში და შემდეგ ახალ ბრუნს იწყებს. მე გაყურსული, სუნთქვაშეკრული ველი ხოლმე ამ წამს. წამის მეათასედს. და აი, ახლაც, თითქოს დროში ხომალდი დედამიწა გაჩერდა. აი, ახლაც, გარეთ თოვა შეწყდა, ხეები გაიზნიქნენ და ტოტები შეაჩერეს, ვარსკვლავებიც კი გახამდნენ. და ჩემო თანამსმენელო, შენც ალბათ შუაღამის გულის ძილმა წაგიღო, ფშვენ ნეტარებით, ელოდები, როდის გეტყვი: - დილა მშვიდობისა, ბედნიერ დღეს გისურვებ - აი, ამწამს, მე ვგრძნობ ყველაზე ნამდვილისა და მართლის, კრეტსამბელთა გახსნის ხმას და როგორც სულის ამოსვლა საფლავიდან, ამოიხედავს ხოლმე წინაპარის თვალით უფალი, გადმოხედავს თავის შექმნილსა და დაბადებულსა და გადასწერს პირჯვარს, დარეკენ ანგელოზნი მთავარნი და ნელ-ნელა ისევ მოიმართება მსოფლიო საათები მოქმედებაში მოსაყვანად.
ახლა კი დილა მშვიდობისა, თოვლიანი და ლამაზი დილა გათენდა, ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება, ჩემს გამოკეტილ ცივ აულში გავწევ მეტროთი და გვირაბებს მიღმა, მდინარის ფსკერს გადავლახავ.
*
კავკასიონის მაღალ მწვერვალებს, მთებში, სადაც თითქმის სტეპებია, ჩოხოსანმა თეთრმიანმა და წვეროსანმა მამაკაცმა რადიომიმღებს ჩაუწია, კერაზე ნაკვერჩხალს ფიჩხი წაამატა, ფარეხში კავკასიურ ცხენყორნისფერს წაუფერა, მწვანე მკვესავი თვალებით და ვერცხლის ქამარ-ხანჯალს ხელი მოავლო.
- ბალღსა როგორა სტკივა, რაღაც. - დადნება თოვლი, გაიხსნება გზა და ერთს ჩავალ ქალაქს, მის აულს მივაჭრი ამ ყორანას და ჩავეკითხები დარდიან მის სულს.
მთელი კავკასიონი დუმდა. დიდი ხანია მუჰაჯირობის შედეგად ძველი ტომნი მთიელთა სოფლებიანად აყრილიყვნენ და გაყრილიყვნენ მთებს.
მურზაყანს ჰქონდა რადიომიმღები და ის არ იყო მარტო.

Comments
Post a Comment