ქრისტეს ცრემლები
იქნებ… თუმცა.. ან მაგრამ.
რომელი ერთი, რა ვქნა.
შორი მინდვრები, ჭალა და
ხელოვნური ტბები. თევზი კობრია ფსკერზე,
გვერდით ანკარას ბუდე.
აკაციების ტყეში, ყოჩივარდების ქორწილს,
ყვავები დამძახებენ,
ფურისულების ცისკარს,
დროსაც გასვლია ყავლი. წაბლის ხის სახურავზე,
ჩამოცვენილა კომში.
რომელი ერთი, რა ვქნა,
იქნებ, თუმცა ან მაგრამ.
უდაბურ მინდორს ვგავარ,
შიგნით გამქრალი მიწით
დაყუდებული ვდგავარ.
ზაზუნები თუ ნახე,
ან თხუნელები, თახვი,
მდინარის წაღმა ნაპირს,
დინებებს მიეც სული.
გამოგძახებენ გზაზე, ნადირთა მფარველ ხმაზე.
თხა-წვერ-ცანცარა,
ოჩო-კოჩია მალავს ბავშვის ნაფეხურთ.
უძინარების ღამეს, ქალაქის ზოოპარკის
ქორბუდა ლამაზ ირემს
დავესიზმრე და ვიგრძენ:
მისი ტყვეობის ბედით
მარილიანი ცრემლი ჩემი თვალიდან ქრება.
ეს უგზოობის დღიდან,
ყინულებიან მთიდან.
ვხედავ ჩამოვრჩი ხარებს,
ბავშვობას სამოთხეში,
წყალგაღმით შუადღეში
ცალად ჩადგა და
ოქროსფერ ცრემლებად გვიცქერს,
მარადმცენარე.
რომელი ერთი, რა ვქნა.
შორი მინდვრები, ჭალა და
ხელოვნური ტბები. თევზი კობრია ფსკერზე,
გვერდით ანკარას ბუდე.
აკაციების ტყეში, ყოჩივარდების ქორწილს,
ყვავები დამძახებენ,
ფურისულების ცისკარს,
დროსაც გასვლია ყავლი. წაბლის ხის სახურავზე,
ჩამოცვენილა კომში.
რომელი ერთი, რა ვქნა,
იქნებ, თუმცა ან მაგრამ.
უდაბურ მინდორს ვგავარ,
შიგნით გამქრალი მიწით
დაყუდებული ვდგავარ.
ზაზუნები თუ ნახე,
ან თხუნელები, თახვი,
მდინარის წაღმა ნაპირს,
დინებებს მიეც სული.
გამოგძახებენ გზაზე, ნადირთა მფარველ ხმაზე.
თხა-წვერ-ცანცარა,
ოჩო-კოჩია მალავს ბავშვის ნაფეხურთ.
უძინარების ღამეს, ქალაქის ზოოპარკის
ქორბუდა ლამაზ ირემს
დავესიზმრე და ვიგრძენ:
მისი ტყვეობის ბედით
მარილიანი ცრემლი ჩემი თვალიდან ქრება.
ეს უგზოობის დღიდან,
ყინულებიან მთიდან.
ვხედავ ჩამოვრჩი ხარებს,
ბავშვობას სამოთხეში,
წყალგაღმით შუადღეში
ცალად ჩადგა და
ოქროსფერ ცრემლებად გვიცქერს,
მარადმცენარე.
Comments
Post a Comment