...აღმოსავლეთიდან მოგვები მიდიან...
აღმოსავლეთიდან მოგვები მიდიან,
ნეკრესის გალავანს გაცდნენ, უკან მოიტოვეს მიდია.
თვალებდახუჭული გამოჰყავს ქარავანი
ვარსკვლავს და მისდევენ.
მუცელმეზღაპრენი მურით და გუნდრუკით,
ოქროს საჩუქრებით ბაგაში შედიან.
ქართული სიტყვებით ლოცავენ ახალშობილს
ცეცხლით გამწმენდელნი,
უძღვნიან თაყვანს და ღამიანს ტოვებენ, ქალწულ-შვილიანს.
ყრმანი გაჟლეტილნი,
სამოთხის კარიბჭეში უკლებლივ შედიან.
კერპების მეფეთა უძველეს ქალაქში,
შუაგულ მოედანს ამოსდის აღთქმის ხე.
აღმოსავლეთიდან აღმოსავლეთში მოგვებს ჩამოყვება
ბეთლემში ხოცვა და ბეთლემში შობავე.
დარჩენილ გულთმისანს სიდონიაზე, - მუცელი ეძრა,
ირწმუნა მოგვების: იშვა მაცხოვარი.
ტფილისის ციხის ათეშგა სალოცავის, -
უცეცხლოდ დაშრეტილა მისი ალი-კვალი.
მცხეთას
ჩაეწვეთა უბრალოს ნასისხლარი -
კვართი წილნაყარი.
ნეკრესის გალავანს გაცდნენ, უკან მოიტოვეს მიდია.
თვალებდახუჭული გამოჰყავს ქარავანი
ვარსკვლავს და მისდევენ.
მუცელმეზღაპრენი მურით და გუნდრუკით,
ოქროს საჩუქრებით ბაგაში შედიან.
ქართული სიტყვებით ლოცავენ ახალშობილს
ცეცხლით გამწმენდელნი,
უძღვნიან თაყვანს და ღამიანს ტოვებენ, ქალწულ-შვილიანს.
ყრმანი გაჟლეტილნი,
სამოთხის კარიბჭეში უკლებლივ შედიან.
კერპების მეფეთა უძველეს ქალაქში,
შუაგულ მოედანს ამოსდის აღთქმის ხე.
აღმოსავლეთიდან აღმოსავლეთში მოგვებს ჩამოყვება
ბეთლემში ხოცვა და ბეთლემში შობავე.
დარჩენილ გულთმისანს სიდონიაზე, - მუცელი ეძრა,
ირწმუნა მოგვების: იშვა მაცხოვარი.
ტფილისის ციხის ათეშგა სალოცავის, -
უცეცხლოდ დაშრეტილა მისი ალი-კვალი.
მცხეთას
ჩაეწვეთა უბრალოს ნასისხლარი -
კვართი წილნაყარი.
Comments
Post a Comment