ზურგიდან
სიშორის
არსიდან,
შემთხვევით ხავსიან ნაძვებთან ავღმოჩნდი -
ბებერი ქურუმების ქოროა,
დუმილი.
თმაზე ამეწება კევივით,
ხეებს დაღარული ჭრილობა.
ზურგიდან. მოტრიალდი.
დათვალე. იხილები და მიდიხარ.
ამ ბაღში დამშრალი ლოცვებით,
ერთად არასოდეს ვყოფილვართ.
ხმელი ხე ქურუმი ქალია –
ქერქზე ამოტვიფრულ შენს სახელს
სიცოცხლის რკალებად დაიმჩნევს,
ტოტები ნესტიან მიწაზე წაკვეთილ კიდურებს
მიუგავს.
შემთხვევით ხავსიან ნაძვებთან ავღმოჩნდი -
ბებერი ქურუმების ქოროა,
დუმილი.
თმაზე ამეწება კევივით,
ხეებს დაღარული ჭრილობა.
ზურგიდან. მოტრიალდი.
დათვალე. იხილები და მიდიხარ.
ამ ბაღში დამშრალი ლოცვებით,
ერთად არასოდეს ვყოფილვართ.
ხმელი ხე ქურუმი ქალია –
ქერქზე ამოტვიფრულ შენს სახელს
სიცოცხლის რკალებად დაიმჩნევს,
ტოტები ნესტიან მიწაზე წაკვეთილ კიდურებს
მიუგავს.
წლებია.
ნაძვების რიტუალს მივყვებით.
სიშორის არსიდან შენამდე –
ერთი ამოსუნთქვაც ბევრია.
ნაძვების რიტუალს მივყვებით.
სიშორის არსიდან შენამდე –
ერთი ამოსუნთქვაც ბევრია.
Comments
Post a Comment