მოსახსენიებელი ცა(ი) ში


 პაუზა. 1.
სული იძიებს შურს, ძილისწინ.
წამიერად შიშით გავფიქრდი,
ვის ვგულისხმობდი, ვის სულზე ვთქვი,
სული ამის გამო შურს იძიებს,
იქნებ საკუთარ თავს დავადე კანონი?
მაშინ ვიცინი, ოკეანეს გადავცემ ბგერებს,
სადამდე ვიყურყუტო ამ დაგვალულ სხეულში,
მოსახდენიდამთავრდეს!  მოხდეს!

იკოსი. 2.
სიმშვენიერე ცათა და ქვეყნის,
მწვანე საფარში გამოხვეულ ზედაპირზე ისე ტივტივებს,
ხელის შეხებას უნებურად გაგხვევს დ ა მერე სინანულით
მისდევ, მისტირი..
გაურბირხარ სიტყვებს და კონავ,
მხოლოდ ისეთს, რასაც გულის კარს გაუხსნიან კარგად აღზრდილი
მოქალაქენი,
მათ რა ქნან? ვისაც, სკოლის შემდეგ
მამინაცვალის ვნებაამღვრეულ კოჟრიან თითებს ვერ დაუსხლტნენ.
მათ რა ქნან, ვინც გვამის სუნში დაიძინეს,
სისხლი ეცხოთ შუბლზე ზვარაკის,
შენ კი გადარჩი.
შემთხვევითობით,
თბილად გეხურა, როცა გარეთ ყინვებისას,
კარდონის ფიცრულს თავს აფარებდა
ტყუპი და-ძმა თოვლში მოსთქვამდნენ.
ისე კი  გაგეფიქრა: დედა ძაღლი ძუძუმწოვარა
ლეკვების ხროვით მთვარეს შეჰყმუის.

ძლისპირი ცა()ში
აი, ახლა კვლევების დროა,
როცა გიტევენ სულ სხვა მკვლელები,
სასაფლაოს და მკვდრების მხრეტავნნი.
მატარებელი ღამის ცხოველი, გრძელ კუდს
გვირაბებს შორის მოიქნევს, ზღვა რჩება
ცოცხლად, სადღაც ჩრდილოეთს
კავკასიონის მწვერვალებს მოსთქვამს.
იქ, შავზღვისპირეთში მუსულმანი ქართველები
იხსენებენ გულისგულში, ჭაბუკს უცნაურ ხამლებით და
ფოლიანტების შემგროვებელს,
ვინც ესენი, დიდი ხნის წინათ
დააპურა ხორცით და სისხლით.
უშბაა თუ შხარა - თეთრი საბურველი
იმღერებენ მაინც ჩანგზე სხვა მთიელნი:
ლილეეე, ლილე, ლილეე.
და მიწას მთები ეზრდება, ეზრდება, ცისკენ ბილიკებს
დღემდე ამოჰავთ. ესმისტერია ცაზე, მზეზეა,
ცაში ტოვებენ მოსახსენებელს.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო