დამარხვა
მმარხავს ეს მარხვა,
დამარხვაა ჩემიც და შენიც,
რადგან გარბიხარ, მემალები,
და მიწოდებ ბელზებელკას, არადა,
ასე, უფრო მეტად მე ვბოროტდები.
მივდივარ სადღაც, უწონადო ქაჯთა მხარეში,
სამხრეთის ქარი მიმაძინებს და მაჯადოებს.
შენ სიწმინდისკენ იშვერ ხელებს,
ამბობ დავმდაბლდი - მე უსულო ვარ,
სიყვარული წითელ სუდარებს სახვევებად მთელ ტანზე
მახვევს.
ეს მარხვა, მმარხავს,
დამარხვაა ასეთი ვნება.
შენ ბელზებელკას მომწერ და წახვალ, მწუხრის ზარებზე
პირჯვრის წერით, მეტანიებით,
გინდა დამდაბლდე, რომ შობისას, იშვე თავიდან.
გაიხსნილე, გელოდება ჩემი
დამარხვა.
დამარხვაა ჩემიც და შენიც,
რადგან გარბიხარ, მემალები,
და მიწოდებ ბელზებელკას, არადა,
ასე, უფრო მეტად მე ვბოროტდები.
მივდივარ სადღაც, უწონადო ქაჯთა მხარეში,
სამხრეთის ქარი მიმაძინებს და მაჯადოებს.
შენ სიწმინდისკენ იშვერ ხელებს,
ამბობ დავმდაბლდი - მე უსულო ვარ,
სიყვარული წითელ სუდარებს სახვევებად მთელ ტანზე
მახვევს.
ეს მარხვა, მმარხავს,
დამარხვაა ასეთი ვნება.
შენ ბელზებელკას მომწერ და წახვალ, მწუხრის ზარებზე
პირჯვრის წერით, მეტანიებით,
გინდა დამდაბლდე, რომ შობისას, იშვე თავიდან.
გაიხსნილე, გელოდება ჩემი
დამარხვა.
Comments
Post a Comment