რადიოპიესა - ფოკუს-მოკუს-ფრრრ...

         
                       რადიოპიესა ექვს ხილვად

მოქმედი პირნი:
ფრანსუა დე მონკორბიეიგივე ფრანსუა ვიიონი, იგივე ფრანსუა კოკილარი,
                          იგივე ფრანსუა სქოლარი და ..
გიიომ ვიიონიწმინდა ბენედიქტე საპყრის ეკლესიის კაპელანი, მამობილი
მამა ჟილი
იზაბოერთი ვინმე ლამაზმანი
პიერ მარშანიმღვდელი
ფელიპ სერმუაზ - ბერი
გი ტაბარიგამცემი
ტიბო ოსინიორლეანელი ეპისკოპოსი
ლუი მეთერთმეტეახლადგამეფებული
ტურფამემუზარადე
კოხტა გოგომემაქმანე
ბლანშმექოშე
გიიომეტმეხალიჩე
სქელი მარგოიგივეტავერნა
ქონდრისკაცი მუსიე
ენაბლუ
ოფიციალური ხმა
მეფის კარის მასხარა
მოხეტიალე მსახიობთა დასი

ხილვა პირველი
მუსიკა -მესსა, შანზე ლიზე, მარსელიოზა, კარმენის უვერტურა ერთმანეთში ირევა. ისმის ჟრიამული. დოლის და საყვირის ხმა. ბოშა ქალების ლაპარაკი. ყვირილისტვენა.   ასევე ცხენის ფრუტუნი და ეტლის ხმა.
ოფიციალური ხმა  - სმენა იყოს და გაგონება. გზა დაუთმეთ. მეფე მობრძანდება. გაუმარჯოს მეფეს.
               სიჩუმე დგება. ნელ-ნელა წყდება ხმა.

      მოხეტიალე დასის მსახიობები: ენაბლუ და ქონდრისკაცი მუსიე
ენაბლუ - ჰეი, ქონდრისკაცო მონსინიორგათენებას დოლის ხმით შევხვდეთ. ჰორიზონტზე მანათობელი, სიცოცხლის მომნიჭებელი დიადი დისკო როგორც კი ამოიწვერება, სტვენით შემატყობინებ.
ქონდრისკაცი მუსიე - ვიცი, ჩვენი ძმობილი, ბედის წყალობით რომ დაგვემგზავრა ბაწარს უნდა გამოვგლიჯოთდავანთოთ ცეცხლი და იქნებ ბოლი ცას მიწვდეს და ხელის მომართვაც თვით მეუფისგან არ დააყოვნებს.
ენაბლუ - ოი, რას იტყვი ხოლმე, კაცს იეზუტთა კასტიდან მოგზავნილი ეგონები. რა ცეცხლი, ქონდრისკაცო, გიჯობს, ჩიხს და შუკებს მიხედო, იქნებ და ამ ცისკარს დაგვეცეს ტუზი და ჩვენმა მწყალობელმა ხელმწიფემ ჩამოიხრიგინოს, თავის ტურფა ლამაზმანებით
ქონდრისკაცი მუსიე - მეთერთმეტე ცდაზე გაგვიღიმებს და ეშველება საწყალ სქოლარს, ვინც უმიზეზოდ ზის ახლა ბორკილდადებული, მსჯავრდებული და როგორც, ყელზე გამობმული უმწიკვლო კრავი განაჩენს ელის.
ენაბლუ - უკვე გავხედე. სენის ნაპირებს ჩავყებნელ, საშიშ ვიწრო ქუჩებს და მოხარხარე მთვრალი აჩრდილნი ჩირაღდნების კვამლით გავმურე, მე მარტოსულმა და მოტირალმა.
ქონდრისკაცი მუსიე - ჩუუუ.. ეტლის ხმაა.. მოთარიხაკობს ვიღაც მგონი, თან მარტოც არ ჩანსეს დღეც თენდებადღეს მოედანზე გადაწყდება ფრანსუას ბედი და უბედობაც.

ხილვა მეორე.

მოედანზე, ღია ცის ქვეშ შეკრებილია უამრავი ხალხი. აქ არიან წვრილ ხელზე მოვაჭრენი და მოხეტიალე დასის წევრები. გამოჰყავთ გრძელ ტილოს ჯვალოთი ფრანსუა. იქ არიან მოსულელო მეფე, ნამთვრალევი და თავის ტურფებთან ერთად და ასევე ეპისკოპოსი.  
გონგის ხმა.
ფრანსუა - ტურფავ მემუზარადე, შენ მობრძანდი თუ თვალი მატყუებს
ტურფა მემუზარადე - ხო, მე ვარ პრინცო, ჩემო მეუფევ. მოგყვებოდი მე და ჩემს გვერდით, მემაქმანე კოხტა გოგო, ბლანშ მექოშე, სქელი მარგო - ჩვენ ყველანი. შენს თავს აბა, როგორ დავუთმობთ, ამ სისხლის მსმელ ჯალათებს. ბრალდებულ არისო და სად არის ბრალდება?! ეს გაბურძგნული პიერ მარშანი გამოვიდეს და აღიაროს, რომ პირველმა მან მოიქნია ჯაყვა.
გიომეტ მეხალიჩე - მექოშეს დახეთ, უძვირფასესი ფეხსაცმელი წამოუღია და შუა მოედანზე ბაზარს არ მართავს?
ფრანსუა - გიიომეტ მეხალიჩევ, შენც აქ ხარ?! განა სქელუა მარგოს ტავერნას ჩამორჩებოდი?!
კოხტა გოგომემაქმანე - ყველანი აქ ვართ. აგვიკრძალეს რადგან ქუჩაში დგომა, მიწაზე ნადებს ნუ აჩეჩებთ ხოლმეო ფრანგებს, ახლა ხელებზე, ყელზე და წელზე შემოვიხვიეთ, ვაკონწიალებთ, მზეც ბრჭყვიალებს, იქნებ განათდეს ეს მოედანი და სიმართლემაც იზეიმოს, ძვირფასო პრინცომოსიარულე ჯიხურებად და ნაგვის ურნების ვისკის ბოთლების შემგროვებლებად ვიქეცით უცბად, წვრილმოვაჭრენი, უცილობლივ ხელი არის დიდი ვამპირის ამ ამბავში, ჯადომკეთებლის, რომის პაპისა ხელქვეითის. ბანგის მხარშველის.
            სიცილ-ხორხოცი და ეტლის  ბორბლების ჭრიალი.
ოფიციალური ხმა -სიჩუმე იყოს და გაგონება. მეფე მობრძანდება, მეფეს გზა დაუთმეთ. განვედით კათაკმეველნო, განვედით.
ენაბლუ -      მენფეეეო, მენფეეეო...


ხილვა მესამე
ლუი მეთხუთმეტე, ტიბო ოსინიორლეანელი ეპისკოპოსი,მამა ჟილი
იზაბოერთი ლამაზმანი, პიერ მარშანიმღვდელი, ფელიპ სერმუაზი, გიიომ ვიიონი

Comments

Popular posts from this blog

ბოროტებისთვის წესის აგება

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო